პოლონელი დიპლომატი – პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს

პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების […]

Reuters – სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა

სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აეროპორტსა და ავიაკომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, ჩხრეკის მიზანი გამომძიებლების მიერ სეულში მდებარე ავიაკომპანია Jeju Air-ის ოფისიდან და ქალაქ მუანის აეროპორტიდან დოკუმენტებისა და მასალების ამოღება იყო. შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ […]

რას ნიშნავს გერმანიაში ვადამდელი არჩევნები უკრაინის დახმარებისთვის?

ვაშინგტონთან ერთად, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპელი ლიდერების მიერ მისი დახმარების პირობის ერთგულებაც. მნიშვნელოვანი არჩევნებია თებერვალში გერმანიაშიც. რას ნიშნავს მემარჯვენე პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“, პოზიციები უკრაინისთვის ბერლინის ფინანსური და სამხედრო დახმარების თაობაზე

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

საქართველოში 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა […]

მონტენეგროში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც – 45 წლის მამაკაცი, ალექსანდრე მარტინოვიჩი. შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი […]

ევროკავშირი იაპონიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსა და იაპონიას შორის პირველი ორმხრივი ჩარჩო შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. საბჭოს განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება წარმართავს მხარეებს შორის მომავალ ჩართულობას და უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ საკითხებზე. „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი და იაპონია უკეთესად შეძლებენ მრავალმხრივი […]

დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, არის მსხვერპლი

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, Cybertruck-ი კოლორადოში დაიქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შუშის შესასვლელთან იყო გაჩერებული. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს და სამართალდამცავი […]

ოლაფ შოლცი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმაზე – საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები მოკლეს ბრმა სიძულვილის გამო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვეს. “საშინელი ამბავი ნიუ ორლეანიდან: ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ზეიმობდნენ, მოკლეს და დაჭრეს ბრმა სიძულვილის გამო. ჩვენ გლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს”, – წერს შოლცი სოციალურ ქსელ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე – ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს. „როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის […]

,,2 იანვარი, 19:00 საათზე, თბილისი, რუსთაველის გამზირი, ბედობა რუსთაველზე! დავიბედოთ ერთმანეთი!“

ჯგუფი ,,დაიტოვე” განცხადებას ავრცელებს: ,,2 იანვარი, 19:00 საათზე, თბილისი, რუსთაველის გამზირი, ბედობა რუსთაველზე! დავიბედოთ ერთმანეთი! წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან. ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: – თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“ ფოტო – Ezz […]