“ის “ნაპოლის” ყველაზე დიდი პრობლემაა” – ანტონიო კასანო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “პარტენოპეის” მთავარი პრობლემა რომელუ ლუკაკუა. “ნაპოლის” რეალური პრობლემა რომელუ ლუკაკუა. გასაგებია, რომ შესაძლოა, ამ სეზონში 15 გოლზე მეტი გაიტანოს, მაგრამ ძველი რომელუსგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ვხედავთ. მახსოვს, კონტეს “ინტერში”, ლუკაკუს შეჩერება მცველებისთვის ურთულესი საქმე იყო, დღეს კი ასე აღარ არის”, […]

მედია – ღაზაში ისრაელის თავდასხმას „ჰამასის“ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ

ღაზას სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ პოლიციის უფროსი, მაჰმუდ სალაჰიდა მისი მოადგილე, ჰუსამ შაჰვანი დაიღუპნენ, – The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ პალესტინური და არაბული მედია, მათ შორის ჰამასის ტელევიზია „ალ-აქსა“, იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზე მავასის რაიონში მაჰმუდ სალაჰის კარავი იყო, სადაც ის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ თავდასხმას […]

პატიმრობა შეეფარდა მძღოლს, რომელიც ავტომობილით ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დაკავებულს, რომელიც, 30 დეკემბერს, ბოლნისში ორ არასრულწლოვანს ავტომანქანით შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდები ადგილზე გარდაიცვალნენ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე […]

New York Post – ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში, ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. New York Post-ის ცნობით, შემთხვევა ღამის კლუბ „ამაზურას“ მახლობლად, ადგილობრივი დროით საღამოს 23:20 საათზე მოხდა. ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

წელს მთავრობა ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 500 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავს

2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: – ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 500 მილიონი ლარი; ცნობისთვის, 2024 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 600-ზე მეტი სახელმწიფო ქონება გაყიდა.

1- ელი ივნისიდან, შორ მანძილზე საქალაქთაშორისო გადაყვანას მიკროავტობუსები ვეღარ განახორციელებენ

2025 წლის 1-ელი ივნისიდან ძალაში შედის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები. 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება. „ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ, საქართველოში არსებულ შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მოემსახუროს მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტი“, – აღნიშნულია რეგლამენტში. ამასთან, ავტობუსები მინიმუმ […]

დღეიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დღეიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, […]

დღეს ბედობაა – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის ტრადიციასა და წესებზე

საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის. 2 იანვარს და 15 იანვარს ბედობაა, ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა […]

ბითაძის 23 წუთი – “ორლანდო” “დეტროიტთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” გასვლაზე “დეტროიტ პისტონსთან” 96:105 დამარცხდა. სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიდენ აივი გახდა, “პისტონსის” კალათბურთელმა 22 ქულა, 1 მოხსნა და 4 […]

პოლონელი დიპლომატი – პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს

პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების […]