ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ინიციატორი შტატებია

უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე მოსკოვი პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს, – ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახააოვა საუბრობს. მისი მტკიცებით, რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე. კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა […]

ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა – ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა. „ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა დონალკდ ტრამპმა. მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ […]

რუსეთის ჯარი პოკროვსკის ალყაში მოქცევას და ლოგისტიკის გარეშე დატოვებას ცდილობს – დაჯგუფება “ხორტიცა”

რუსეთის ჯარები ცდილობენ გვერდიდან მოუარონ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რათა გადაუჭრან ლოგისტიკური კვანძები და ამით ქალაქი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება “ხორტიცას” სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 2 იანვარს, ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ტრეგუბოვმა დასძინა, რომ რუსეთის არმია უკვე ჩიხშია მოქცეული და დიდი დანაკარგები განიცადა ქალაქის ბრძოლების დროს ჩასივ იარსა და კურახოვოში და, […]

“დავიბედოთ ერთმანეთი” – მოქალაქეები 19:00 საათზე რუსთაველზე კვლავ შეიკრიბებიან

დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან. “2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი. წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან. ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: – თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის დასანქცირებით, დროა EU-მ იმოქმედოს – იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ, დროა ევროკავშირმაც იმოქმედოს. მისი თქმით, საქართველო ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ომის უფრო ფართო სურათის კრიტიკული ნაწილია. „შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში […]

რასა იუკნევიჩიანე – საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია

საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს. „მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც […]

“გალფი” 1284 ოჯახს დაეხმარება – ₾247 ათასზე მეტი უკვე შეგროვდა

კომპანია “გალფი” საახალწლოდ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 1270 ოჯახს დაეხმარება. “გალფის” ქსელში ბავშვებისთვის – ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია მიმდინარეობს და 2 იანვრისათვის 247 ათასზე მეტი ლარია შეგროვებული. 14 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება. კამპანიისთვის შექმნილ სპეციალურ […]

მიხაილო პოდოლიაკი – ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა

უკრაინის ოფიციალური პირები ამ დრომდე უარყოფენ ზეწოლაზე რაიმე საუბარს, ან ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა აუცილებლად ნიშნავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ წერს BBC-ი წერს. „ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა. არავითარი მოლაპარაკების პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან რუსეთი ვერ აიძულეს, ამ ომისთვის საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა“, – ციტირებს გამოცემა უკრაინის […]

სროლის შედეგად მონტენეგროში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, 1 იანვარს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში მომხდარი სროლის შედეგად. ამას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური შინაგან საქმეთა მინისტრმა დანილო შარანოვიჩზე დაყრდნობით იუწყება. ეჭვმიტანილმა, აცო მარტინოვიჩმა თავი მოიკლა. გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელმა ოთხი ადამიანი მოკლა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში, შემდეგ კი სხვა ადგილებში-სხვა […]

პსჟ სალაჰს იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე “ლივერპული” – რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი ფანტასტიურ სეზონს ატარებს, ეგვიპტელს “მერსისაიდელთა” რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, თანაგუნდელებს კი 17-ჯერ გაატანინა. გამოცდილ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს “სქაუზერებთან” კონტრაქტი ეწურება და მხარეები ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებისგან შორს არიან. ფრანგი ჟურნალისტის, რომაინ კოლეს ცნობით, სალაჰს “ლივერპული” 2 წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 400 000 ევროს, პსჟ […]