ვის და რამდენით ეზრდება პენსია?

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.498 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან: – 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; – 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე 35 ლარით 350 ლარამდე , ხოლო მაღალმთიან დასახლებებში […]

ევროკავშირში გაზის რეზერვები მცირდება რუსეთიდან ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე-“ბლუმბერგი”

უკრაინის გავლით რუსული საწვავის ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე ევროკავშირში გაზის მარაგები მცირდება. სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, ამ პირობებში, ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც რუსულ ენერგორესურსებს ეყრდნობოდა, იძულებული გახდება, უფრო ძვირი გაზი სხვაგან მოძებნოს. მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი, ცივი ზამთრისა და ზღვით საწვავის იმპორტის შემცირების ფონზე, ისევე როგორც სამი წლის წინ ენერგეტიკული კრიზისის დროსა, გაზსაცავის […]

აშშ-ში იძიებენ შესაძლო კავშირს ახალი ორლეანის ტერაქტსა და ლას-ვეგასში მომხდარ აფეთქებას შორის

აშშ-ში გამოძიება შეისწავლის შესაძლო კავშირს ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტსა და Tesla Cybertruck აფეთქებას შორის, ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ. ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა ახალი წლის ღამეს, ახალ ორლეანში მომხდარ ფაქტს, როდესაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, ხოლო შემდეგ – მძღოლმა ხალხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით დაიწყო სროლა. დაშავებულია 30-ზე […]

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! – სალომე ზურაბიშვილი

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” “ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც “ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და […]

დონალდ ტრამპი – აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია

აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია“, – წერს […]

“მოლოდინია, რომ 2025 წლის დასაწყისი ბიზნესისთვის განსაკუთრებულად პასიური იქნება” – თამაზ დაუშვილი

2024 წლის შეჯამებისას, “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის კარგად დაიწყო და “დიომ” წლის გეგმის შესრულება შეძლო, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე სამომავლო გეგმის შედგენა რთულია. “2024 წელი კარგად დაიწყო და კარგად მიმდინარეობდა, თუ არ გავითვალისწინებთ, ბოლო ორ თვეს. არჩევნების შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამან, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი […]

დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია, ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია – ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. „როდესაც პუტინს რუსეთში ძალაუფლება გადაეცა 25 წელზე მეტი ხნის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. ენერგორესურსების იარაღად გადაქცევამ და პარტნიორების ცინიკურმა […]

ისლამური სამყარო რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

დღეს ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს. „ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს „სალათ არ-რაღაიბ”. გარდა ამისა, მუსლიმები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად ამ ღამეს ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ. […]

“ახალი თეატრი” სპექტაკლებს აუქმებს, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო

თეატრი განმარტავს, რომ დეკემბერში გადავადებული სპექტაკლების გაუქმება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის ფაქტს უკავშირდება. “ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge”, – წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში. დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მხოლოდ […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო­ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 72 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 24 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 1 დრონი ჯერ კიდევ ჰაერშია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, […]