ხანძარი სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში

სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ. “შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიონული […]

ამერიკელი კონგრესმენები ჯერი კონოლი და მაიკ ტერნერი ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან

კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან. მათი განცხადებით, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ოცნებამ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს დაუახლოვა, როდესაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიიღო, საპროტესტო აქციების […]

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტებმა აქცია საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყეს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მთავარი მოთხოვნები კი ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარლამენტის წინ აქცია უკვე 37-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

Addio Napoli. საქმე სერიოზულადაა – ხვიჩამ შეიძლება “ნაპოლი” მალე დატოვოს?

სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დროა, დიდი მოთხოვნილების მქონე ფეხბურთელებზე ბევრ ჭორ-მართალს გაიგებ. ამას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც შევეჩვიეთ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა. მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი სერიოზულადაა დაინტერესებული, მომდევნო გუნდს კვარაცხელიას შეძენა 80-85 მილიონ ევროდ შეეძლოს და შესაბამისი მთხოვნელებიც არ აკლია. […]

2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი ექნება

აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას დღეიდან შეუდგება. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკელები სრულ კონტროლს მოიპოვებენ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე – წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე. ახალი კონგრესმენები მუშაობას ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე ლოცვით დაიწყებენ. შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აირჩევენ. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა. ტრამპმა ჯონსონს მხარდაჭერა […]

ვენესუელის ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა მადუროს მთავარი მეტოქის ედმუნდო გონსალესის შესახებ ინფორმაციისთვის

ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ 100 000 დოლარს გადაიხდის იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ედმუნდო გონსალესის დაკავებას შეუწყობს ხელს. გონსალესმა, რომელიც ესპანეთშია, განაცხადა, რომ ვენესუელაში ჩასვლას მადუროს ინაუგურაციის დღეს, 10 იანვარს აპირებს და ფიცსაც დადებს. ვენესუელის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დღისთვის გონსალესის ფოტოები წარწერით “ძებნილია” ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვრის პუნქტზე გაიკვრება. ვენესუელაში საპრეზიდენტო […]

ზუგდიდში თავსაბურავის ტარების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად მიიჩნიეს

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა თავსაბურავის, ე.წ. ბალაკლავას ტარების გამო პოლიციამ კვლავ სამართალდამრღვევად მიიჩნია. აქციის მონაწილის მიმართ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, 30 დეკემბერს, ასევე თავსაბურავის ტარებისთვის პოლიციამ მარიამ სიჭინავასთან ერთად კიდევ ორი აქციის მონაწილის მიმართ დაიწყო საქმის წარმოება. მარიამ სიჭინავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის […]

კონგრესის ორივე პალატის კონტროლის მიუხედავად, რესპუბლიკელები რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ

3 იანვარს, აშშ-ის 119-ე კონგრესი განახლებული შემადგენლობით იკრიბება. გასულ თვეში მთავრობის დაფინანსების საკითხზე დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ორივე პალატაზე და თეთრ სახლზე რესპუბლიკური პარტიის კონტროლი რამდენიმე გამოწვევის წინაშეა. სენატი იწყებს ახალ სესიას იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელები უმრავლესობაში იქნებიან და სენატორი მიტჩ მაკკონელი, 18 წლის განმავლობაში პირველად, პარტიის ლიდერის პოზიციას ტოვებს. სენატის უმრავლესობის ლიდერად რესპუბლიკელი სენატორი ჯონ […]

„ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს სი ძინპინმა მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა. ამ დროისთვის ჩინეთია მეექვსე ქვეყანა, საიდანაც ყაველაშვილმა მილოცვა მიიღო. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს მილოცვა მიღებული აქვს: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან. მიხეილ ყაველაშვილს მილოცვა არ მიუღია არცერთი დასავლური ქვეყნიდან. ამასთან, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ […]

ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, შესაძლოა, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვალოს ტრამპის დაბრუნებასთან ერთად – გივი მიქანაძე

ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, შესაძლოა, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვალოს ტრამპის დაბრუნებასთან ერთად – გივი მიქანაძე ვფიქრობ, ევროპაში ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. ასევე, შესაძლოა, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვალოს ტრამპის დაბრუნებასთან ერთად. მის მიდგომებს ბევრი საერთო აქვს „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მიქანაძის თქმით, […]