საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მიტაცებული აქვს და არალეგიტიმური მთავრობაა. ამასთან აცხადებენ, რომ ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები არ წყდება. „აქ შევხვდით ახალ წელს, ევროპული გზით გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ იაროს, არ დავუშვებთ რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა ჭაობში წაიყვანოს და ჩვენს […]
„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს“ – კონგრესმენები გერი კონოლი და მაიკ ტერნერი

დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. ამის შესახებ კონგრესმენები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის […]
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნას დღის ეთერი და უფრო მეტი დრო დაუთმოს საზოგადოების პროტესტის გაშუქებას. ამასთან, ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე და არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი. „ვითხოვთ, გაიხსნას მთელი დღის ეთერი ისე, როგორც გვაქვს ახლა საღამოს ეთერი იმისთვის, რომ იყოს […]
შეხვედრა კონგრესში “მეგობარი აქტისა” და “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” წარდგენის წინ

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი საქართველოსთან დაკავშირებულ “მეგობარი აქტს” წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე ვაშინგტონიდან “ტვ პირველს” ესაუბრა.
კონგრესმენები გერი კონოლი და მაიკ ტერნერი – მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს

დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. ამის შესახებ კონგრესმენები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის […]
“ამოვარდნილი ვართ იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც უცხოური კომპანიები ღონისძიების ჩასატარებლად განიხილავენ” – BTL Georgia

“საქმიანი ტურიზმი, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ დაზარალდა, არამედ სრულიად წარმოუდგენელი დარტყმა მიიღო” – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გავლენას ტურიზმზე BMGTV-ის ეთერში BTL Georgia-ს დამფუძნებელი და ბიზნესგანვითარების დირექტორი აფასებენ. როგორც მათ გადაცემაში “საუბრები ავიაციაზე” აღნიშნეს, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც საქმიან, ისე ტრადიციულ ტურიზმს.
უილსონი: ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას

შესაძლოა, ეს დღეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და მეგობარი აქტით, ქართული კოშმარის არაღიარების აქტით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას. ფიცის დადებამდეც კი, ამერიკის კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ათი კომპანიიდან ოთხი ოფშორშია რეგისტრირებული

ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო – 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც. წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა (წინასწარი მონაცემები) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით არის შემცირებული. წლების განმავლობაში FDI-ში მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე […]
„ჩირჩხელა“ 2025 წელს შესაძლოა, ისრაელის ბაზარზე გავიდეს

ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია “ჩირჩხელა”, 2025 წელს, შესაძლოა, ისრაელის ბაზარზეც გავიდეს. როგორც “ჩირჩხელას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენი საექსპორტო ბაზრები ამ ეტაპზე არის ჩეხეთი და საბერძნეთი. აზიის ქვეყნებში და გერმანიაში ექსპორტი უკვე განვახორციელეთ, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და გვაქვს იმედი, რომ კიდევ გვექნება შეკვეთები. გარდა […]
კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების“ აქტს და ხელახლა წარადგენენ MEGOBARI აქტს

119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღეს, 3 იანვარს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“. ეს ინფორმაცია 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს ჟურნალისტებს კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა. ჯო უილსონი „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეა, კოენი კი – ამავე კომისიის მაღალი რანგის წევრი. სტივ კოენმა […]