საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი უწყებაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად არიან მიწვეული. შეხვედრაზე დასასწრებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი, საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონოსა და საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან […]
ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ასოცირებული პროფესორის სალომე წურწუმიას წიგნი გამოიცა

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სალომე წურწუმიას, წიგნი „დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების პერსპექტივა ადმინისტრაციულ სამართალში“ გამოიცა. ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაცია „ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში გაიმართა. მათივე ცნობით, ღონისძიებას დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ავტორმა მიმოიხილა წიგნის შინაარსი, რომელიც სტუმრებს საჩუქრად გადაეცა.
ვინ მიიყვანა გელათი განადგურების პირას? – არქიტექტორის პირველი კომენტარი

ვინ არის პასუხისმგებელი გელათის ისტორიულ ძეგლში არსებულ სურათზე და რატომ დატოვეს 25 დღის განმავლობაში ტაძარი დროებითი გადახურვის გარეშე – გელათს სარესტავრაციო სამუშაოების მთავარი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, დროებითი გადახურვის მოხსნა გახდა საჭირო. ვატო ზესიაშვილი ამტკიცებს, რომ ამ დღეების განმავლობაში, ტაძარში წყალი არ ჩასულა და უნიკალური ფრესკები და ხხედრები უფრო მეტად […]
რადოსლავ სიკორსკი – რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება, ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. შესაბამისად, პოლონეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები. „თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით […]
ვახტანგ მეგრელიშვილი – Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიცია ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში

Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარტია “გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი. მეგრელიშვილის შეფასებით, პარტიული კვლევები საქართველოში პარტიებს შორის ბრძოლის იარაღია. მისი თქმით, იმედისმომცემია „გირჩისთვის” დაწერილი […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც WIDERA, თავის ERA-ს (ევროპული კვლევის […]
დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ინიციატივით და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში 10 ქალაქის – ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, ლენტეხის, ქუთაისის, ტყიბულის, თეთრიწყაროს და მარნეულის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. „გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში (50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ, 70კგ, […]
1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე, გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს – გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანია გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, განახორციელებს სარემონტო […]
ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) 1/4 ფინალში, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა. ის რეპეშაჟში გადაინაცვლებს, სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება. ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა, მერვედფინალში კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვა დაამარცხა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს – შემოსავლების სამსახური

7-28 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში – 2900 ევრო, […]