2 დაღუპილი, 100-მდე დაშავებული – რუსეთში ავტომობილი მატარებელს შეეჯახა

რუსეთში, “კამაზის ” მარკის სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-მდე ადამიანი, დაღუპულია 2 მოქალაქე. მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში, ინციდენტის დროს, 800 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად სამგზავრო მატარებლის რვა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე, ვოლგოგრადის რეგიონში მობილიზებულია სასწრაფო […]

28 ივლისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-8 ტურის მატჩები გაიმართა

28 ივლისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ედიშერ თაკვარელია გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ყაშაშვილმა მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ედიშერ თაკვარელია II ადგილი -იოსებ მენაბდიშვილი III ადგილი – ალეკო მანაშვილი IV ადგილი – კახა ალთუნაშვილი V-VIII ადგილი – ნათია არჯევანიძე V-VIII ადგილი – […]

ეთერ ლიპარტელიანი რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა [VIDEO]

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობს. ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, ჯერ დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს, შემდეგ კი კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვას სძლია. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ეთერი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს შეებრძოლება. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით […]

ვახტანგ მეგრელიშვილი – „ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის

„ქართული ოცნების“ მიერ მექანიკურად დასახელებული ციფრი, თუ რამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული, ჩემთვის არგუმენტი არ არის – როცა საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე, ეს ქართული ჯიშის ღორის გამრავლების ან ძაღლების კეთილდღეობის პროექტებს არ უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა. მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის […]

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა – უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „27 ივლისს დანიის მთავრობის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), პარტიების მონაწილეობით, წალენჯიხაში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი” მოაწყო, სადაც პარტიები მოქალაქეებს თავის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ“. „სინადვილეში, ეს არის უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო პარტიული აგიტაციის წარმოება და სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია. აღსანიშნავია, რომ ამ ენჯეოს 9 წევრიდან […]

ბექა ოდიშარია – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „საერთოდ არ არსებობს“ ლგბტ პროპაგანდა და ბუნებრივია, რომ „საერთოდ არ არსებობს“ მისგან მომდინარე საფრთხეები! აი, ეს არის ჩვენი ყოფის ტრაგიკომიკური რეალობა, რომელსაც თავს გვახვევენ

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „საერთოდ არ არსებობს“ ლგბტ პროპაგანდა და ბუნებრივია, რომ „საერთოდ არ არსებობს“ მისგან მომდინარე საფრთხეები! აი,ეს არის ჩვენი ყოფის ტრაგიკომიკური რეალობა, რომელსაც თავს გვახვევენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია წერს, სადაც პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ეხამურება. როგორც ოდიშარია წერს, ლეონარდო და ვინჩის მსოფლიო შედევრი „საიდუმლო სერობა”, რომელიც ასახავს […]

ბათუმის ნავთობტერმინალით გადაზიდვების მოცულობა 953 ათას ტონამდე გაიზარდა – ყაზტრანსოილი

2024 წლის პირველ 6 თვეში ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადაზიდვის მოცულობა თითქმის 22,5%-ით – 953 ათას ტონამდე გაიზარდა. ამის შესახებ სს „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური იტყობინება. როგორც PortNews IAA-მ ადრე იტყობინება, BNT-მა 2024 წლის აპრილიდან განაახლა ყაზახური მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. მაზუთის და VGO-ს (ვაკუუმური გაზის ზეთის) გადაზიდვები ფაქტობრივად 2018 […]

Heineken-მა წლის პირველ ნახევარში თითქმის 100 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა

ლუდსახარშმა Heineken-მა ჩინეთში აქტივების ღირებულების ჩამოწერის შემდეგ 95 მილიონი ევროს წმინდა ზარალი დააფიქსირა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს. China Resources Beer-ში (CR Beer) Heineken-ის 40%-იანი წილის გაუფასურებამ 874 მილიონ ევროს მიაღწია. ჩინური კომპანიის აქციები მიმდინარე წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიაფდა. კომპანია აღნიშნავს, რომ აქტივების ღირებულების კლება ხდება ძლიერი საოპერაციო შედეგების ფონზე, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ჩინეთში მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებით. […]

“ვესტ ჰემმა” ვან ბისაკას ტრანსფერი შეათანხმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” განაპირა მცველი აარონ ვან ბისაკა, დიდი ალბათობით, კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ჩაქუჩები” “მანკუნიანელებს” 14.6 მილიონ ფუნტს გადაუხდის. “ვესტ ჰემს” თავდაპირველად “ბაიერნიდან” ნუსაირ მაზრაუის შეძენა სურდა, თუმცა მაროკოელს გადაბარგება “წითელ ეშმაკებში” სურს და “მანჩესტერ იუნაიტედი” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მის შეძენასთან ახლოსაა.

გოჩოლეიშვილი “შახტარიდან” “კოპენჰაგენში” გადავიდა

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ერთწლიანი იჯარით “შახტარიდან” “კოპენჰაგენში” გამოსყიდვის უფლებით გადავიდა. გოჩოლეიშვილს “შახტარში” თამაში იშვიათად უწევდა, ამიტომ ახალ გუნდში გადაბარგება მისთვის ყოველმხრივ სასარგებლო იქნება და თქვა კიდეც, რომ კლუბზე დავით ხოჭოლავასგან მხოლოდ კარგი სმენია, კარგად დახვდნენ და თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ის დანიურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. “კოპენჰაგენი” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც […]