მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა მოძრაობა „ვესნას“ კიდევ ორი აქტივისტი

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა მოძრაობა „ვესნას“ ორი აქტივისტი, ვლადისლავ სორვენკოვი და მაკარ დიაკონოვი. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება. სორვენკოვს ბრალს სდებენ სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ექვსი მუხლის მიხედვით. მათ შორისაა ექსტრემისტული თემის ორგანიზება, ნაციზმის რეაბილიტაცია და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. რუსეთის სასამართლოები უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს ყალბად აღიარებენ, თუკი ისინი არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის […]

მაშველებმა მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურმა, თბილისში, მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქალი წყლიდან ამოყვანის შემდეგ კონტაქტური იყო. უწყების ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სებ-მა ქუთაისში მდებარე მისო “გლობალ კრედიტი” ₾37 000-ით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი” დააჯარიმა. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიას რამდენიმე დარღვევის გამო, ჯამში 37 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია […]

„ბიოლში“ $43 მლნ ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ მოგება ჯერ კიდევ არ მიმიღია“ – როგორ უნდა განვითარდეს კურორტები?

ADB საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამზადებს. საკითხზე გასული კვირის ბოლოს ბიზნესთან შეხვედრაც შედგა. აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი იმყოფებოდა ველნეს გამაჯანსაღებელ კომპლექსს ბიოლშიც. ბიიოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ კურორტების განვითარებისთვის კვლევების დაწყება აუცილებელია, რადგან ამ მიმართულებით ინფორმაციის განახლება ბოლო 60 წელია არ მომხდარა. მისი მხრიდან, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დადებითად ფასდება, თუმცა ამბობს, […]

რადოსლოვ სიკორსკი – რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება, ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რადოსლოვ სიკორსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. შესაბამისად, პოლონეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები. „თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით […]

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. „რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, […]

ვინ არის ლაშა ბექაურის შეყვარებული: სიურპრიზი დაბადების დღეზე და რომანტიკული კადრები – Marao

მას შემდეგ, რაც ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, მის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. როგორც აღმოჩნდა, მას არაერთ ცნობილ სახესთან აწყვილებენ და ამ დრომდე არაერთი ჭორიც გავრცელდა, მათ შორის, ლაშას არაერთ ცნობილ სახესთან რომანსაც მიაწერდნენ. სპორტსმენი ახლა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ემზადება, რამდენიმე დღის წინ კი მას 24 წელი შეუსრულდა. უამრავ მილოცვასთან ერთად, გამორჩეული […]

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციოში „გონივრულ ვადაში“ განიხილავენ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ: · პრეზიდენტს, · 121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას, · საპარლამენტო ოპოზიციას როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას […]

2024 წლის პირველ 5 თვეში მობილურმა ოპერატორებმა ₾340 მლნ მიიღეს – კომპანიების რეიტინგი

2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 340 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით ანუ 11%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. მაისის მდგომარეობით ქვეყანაში […]