ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო, შეაჩერა […]
ვენესუელაში აპროტესტებენ არჩეულ პრეზიდენტად მადუროს გამოცხადებას

ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია. საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, კარაკასში დემონსტრანტები […]
ბრეგაძე რუსულ კანონზე: ორგანიზაციების რეგისტრაცია 1-ლი აგვისტოდან დაიწყება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, რუსული კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. მისივე თქმით, ამისთვის ტექნიკური ბაზა გამართულია. ამაზე მან ფორმულას ჟურნალისტის პასუხად ისაუბრა. კანონთან დაკავშირებით მინისტრი გააღიზიანა შეკითხვამ, რომელშიც ჟურნალისტმა ტერმინი “აგენტების კანონი” გამოიყენა. ბრეგაძემ ჟურნალისტი “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში” დაადანაშაულა და უთხრა, რომ სანამ კანონის სახელს “სწორად” არ იტყოდა, იქამდე შეკითხვაზე პასუხს არ გასცემდა.
შალვა პაპუაშვილი „ფანტაზიებს“ უწოდებს გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას მის სავარაუდო დანაშაულზე და იმაზე, რომ „ოცნება“ ზონდერებს გაურიგდა“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფანტაზიებს“ უწოდებს გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას მის სავარაუდო დანაშაულზე და იმაზე, რომ „ოცნება“ ზონდერებს გაურიგდა“. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თავად ოპოზიციას ჰქონდა ძალადობის კამპანია და ახლა მოსახლეობის დაშინება უნდათ, რათა კრიტიკული კითხვები არ დასვან. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება. „ამ ფანტაზიებს რა პასუხი უნდა გავცეთ?! […]
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 125 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერი კერალას შტატში ჩამოწვა.
ზუგდიდში, ვეტერანებისთვის თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 27-28 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო […]
ლაშა დიაროვი – ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის ერთიანობა, ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის გამარჯვება, წინსვლა

ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც თვეების განმავლობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ რუსთაველზე იბრძოდნენ, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა დიაროვმა განაცხადა. დიაროვის თქმით, დღის ბოლოს “ერთიანობის ბანაკის” მონაწილეებიდან “დებატების ჩემპიონატის” გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. „რამდენიმე თვეა, რაც დებატების ჩემპიონატი გვაქვს, სადაც ასობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. აქ ვმართავთ დასკვნით […]
სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. იგივე ეხება ევროკავშირსაც, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სანამ ეს ომი მიმდინარეობს, არის გარკვეული მოლოდინები. „როგორც კი ეს ომი დასრულდება (და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ომი მალე დასრულდება), ამ ტყვეობიდან გათავისუფლებით […]
,,ამ ოლიმპიადაზე წავაგეთ ყველაფერი რისი წაგებაც შეიძლებოდა“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: ,,ამ ოლიმპიადაზე წავაგეთ ყველაფერი რისი წაგებაც შეიძლებოდა… ძიუდოში მაინც ვაკეთებდით ხოლმე რაცხას და მანდაც უბრალოდ ვიდექით ტატამზე.. ეჰ, ნეტა ტალახაძე “შტანგას” ფეხს არ წამოკრავდეს და დანარჩენს აღარ დევეძებ აღარაფერს..”
„საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი“ – შალვა პაპუაშვილი

ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საბოლოოდ გაირკვა, თუ […]