აქუბარდია: დანიამ შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა, ბიუჯეტი 71.5 მილიონი კრონა იყო

პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას ცნობით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო. ამის შესახებ ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აქუბარდიასთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში. აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და მთავრობასთან დაგეგმილი რიგი პროგრამები შეაჩერა. “დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა […]

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება“ – […]

ქობულეთში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

Ajaratv-ის ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. „ბათუმელები” ავრცელებს ჩაისუბანში მერის წარმომადგენლის, ჯუმბერ ყურშუბაძის კომენტარს, მისი თქმით გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სურათში „მთის ასპიტი” ამოიცნეს, რომელიც […]

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტების დაფინანსება ₾2 650 000-ით გაიზარდა – რომელ მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ დაფინანსება

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტების დაფინანსება 2 650 000 ლარით გაზიარდა. შესაბამისი განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 23 ივლისს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება გაეზარდა, 1-ს – შეუმცირდა. კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსება 700 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა 9 […]

შალვა პაპუაშვილი – როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო – ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას ან არ იყენებენ, როგორც საჭიროა

როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდა თავს უცებ ისეთ ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და მოლაპარაკებები დაიწყო. ვხედავთ, რომ ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას, ან არ იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე […]

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

შალვა პაპუაშვილი – ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ

ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის მტკიცებით, დონორები კონსულტაციებს უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ როგორ შეიძლება მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს თავი აარიდონ. „ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში […]

ხაზარაძე-ჯაფარიძე ცდილობდნენ, საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი – შალვა პაპუაშვილი საარბიტრაჟო დავაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და […]

შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას – პოლიტიკური კეთილსინდისიერება რომ ჰქონდეს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას – რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. როგორც […]

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.