რამდენი მილიონი ლარი დაუჯდა მთავრობას ანაკლიის დავაში იურისტების დაქირავება – თანხა ცნობილია

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 4-წლიან საარბიტრაჟო დავაში გაიმარჯვა – გადაწყვეტილების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა. მინისტრის თქმით, არბიტრაჟმა დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ მიუძღოდა როლი იმაში, რომ კონსორციუმმა პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, რისთვისაც მათთან საინვესტიციო შეთანხმება გაუქმდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კი საკუთარ განცხადებაში მიუთითა, რომ არბიტრაჟის მიერ […]

დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა – თეონა აქუბარდია

დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიაწოდა. დეპუტატი დაეყრდნო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილს. „პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა“, – თქვა თეონა აქუბარდიამ. სამხედრო დახმარების პროგრამა […]

ლოიდ ოსტინი – მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრ აქტივობას ვხედავთ, შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციის სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაზრდის შესაძლებლობით, მე არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სურს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს. შეგახსენებთ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა შაბათს […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში

ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და ა.შ, ყველაფერს იმას, რასაც ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, რა თქმა უნდა გააკეთებენ და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება, რომ როგორც […]

„რუსული კანონის“ აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, „რუსული კანონის“ აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ჰქვია. მისი მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს […]

GITA -ს დაფინანსებითა და კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი ჩატარდა

კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TechSkills Bootcamp 2024 ჩატარდა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ხუთდღიანი ბანაკი ბაკურიანში გაიმართა, რომელიც მოიცავდა Web/Mobile Development – ის მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებსა და ვორქშოფებს და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების Web […]

სალომე ქუხილავა – ამ ბანაკმა ცალსახად მოგვცა იმის საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა იმ კამპანიებთან დაკავშირებით, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განხორციელდეს მომავალში

ახალგაზრდების როლი და წილი ძალიან მნიშვნელოვანია – „ერთიანობის ბანაკმა“ ცალსახად მოგვცა იმის საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა იმ კამპანიებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მომავალში განხორციელდეს,- ამის შესახებ „ერთიანობის ბანაკის“ მონაწილემ სალომე ქუხილავამ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ახალგაზრდებს ეხმარება, მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და ყველა იმ მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხი, […]

შალვა პაპუაშვილი – როგორც ირანის პრეზიდენტის დაღუპვის ტრაგიკულს ფაქტზე მნიშვნელოვანი იყო, პრემიერს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოეხატა, ასევე, ინაუგურაცია არის მომენტი, როცა განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც იქნას გამოხატული თანადგომა

ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერსა და ქვეყანას შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამეზობლოსთან სწორი […]

„საქართველოს ბანკი“ გორში რეგიონული ბიზნესის გაციფრულების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

ფინანსური ინსტიტუტი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან ერთად, პროექტ Go Digital-ს ახორციელებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტი რეგიონული ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში სასტუმრო, სარესტორნო ან საცალო გაყიდვების ბიზნესებს ონლაინ სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის პრეზენტაცია გორში, 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო გორი ინნ-ში შედგება. შეხვედრაზე რეგიონულ ბიზნესები გაიგებენ, […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია მოქცეული, იგივე ეხება ევროკავშირსაც

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია მოქცეული, იგივე ეხება ევროკავშირსაც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი აქვს აშშ-ს სენატში, საგარეო საკითხთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენაზე. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ კონგრესი, ან სენატი გამოიძიებს, „თუ რა როლი ჰქონდათ […]