ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. […]

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, – რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს. ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას გასცემს, რომ რუსეთის რეგიონულმა ხელმძღვანელობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან იმავე რაოდენობის, 400 ათასი რუბლის ოდენობის, […]

„კონცეფცია არ შეგვიცვლია“ – „სამედიცინო მოლის“ ინვესტორი ქეთევან ხიშტოვანს პასუხობს

„კონცეფციის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია“ – ასე პასუხობს კომპანია „აიემდის“ დამფუძნებელი და ლისზე მდებარე სამედიცინო მოლის პროექტის ინვესტორი პავლე მაღრაძე მოლის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქეთევან ხიშტოვანის განცხადებას. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ქეთევან ხიშტოვანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პროექტს იმ მიზეზით ტოვებდა, რომ კომპანიის დირექტორმა მისი კონცეფციის ცვლილება გადაწყვიტა, რაც პარტნიორებთან […]

ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას 500-მდე რეინჯერი ემსახურება – ოთარ შამუგია

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც […]

Georgian Airlines Group-ის ავიაპარკი კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300-ით გაიზარდა

Georgian Airlines Group-ის ავიაპარკს კვლავ აფართოვებს. კომპანიის ავიაპარკს კიდევ ერთი სატვირთო „Boeing 767-300” დაემატა და სატვირთო ავიარეისებს ამ ტიპის 3 და ჯამში სულ 6 ავიახომალდი შეასრულებს. “Boeing 767-300” “Georgian Airlines Group”-ს ლიზინგის წესით გადაეცა. ავიანიუსი

,,ვაკე რეზიდენსი“ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

სამშენებლო – დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგი“-ს პროექტი ,,ვაკე რეზიდენსი“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს – Luxury Lifestyle Awards -ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში- Best Luxury Apartment Living in Georgia. Luxury Lifestyle Awards გახლავთ გლობალური ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენს პრემიუმ კლასის პროდუქტებისა, თუ მომსახურებების აღმოჩენასა და მათ დაჯილდოებას. აღნიშნულ ნომინაციაში ,,ვაკე რეზიდენსი“-ს გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს […]

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის „დაფნა“ „The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს. კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში […]

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება – კალაძე

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება და შესაბამის კვლევებს თბილისის მერია დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნას. კალაძის განცხადებით, დონორთა ბანკში ჩასართავად და აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, მსურველებმა თბილისის […]

მიქაუტაძის თანაგუნდელი “ევერტონში” გადავიდა

“ევერტონმა” გვაუწყა, რომ “ლიონიდან”, სადაც ახლახან გიორგი მიქაუტაძე ჩაირიცხა, 23 წლის ირლანდიელი მცველი ჯეკ ო’ბრაიანი შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. transfermarkt-ის ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 19,5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში ო’ბრაიანმა “ლიონის” ფორმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამურად 11 500 მგვტ ელექტროენერგიაა ნავაჭრი

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 30 ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამურად 11 500 მგვტ ელექტროენერგიაა ნავაჭრი. 6-ჯერ გადავადების შემდეგ პირველ ივლისს ამოქმედებულ ბირჟაზე პირველი გარიგება 3 კვირის შემდეგ 23 ივლისს შედგა. „23 ივლისს ბირჟაზე პირველი გარიგება შედგა. 24 ივლისის დღისთვის 1,009 მგვტ. ელექტროენერგია გაიყიდა, საშუალო ფასი მგვტ.სთ-ზე 126.43 ლარი (44.56 აშშ დოლარი) დაფიქსირდა, […]