WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, ღაზის სექტორში პოლიომიელიტის ვირუსი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში აღმოჩენილია პოლიომიელიტის ვირუსი. მისი თქმით, თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული პრევენციული ზომები, რეგიონში მყოფი ბავშვები მალე დაავადდებიან ამ ავადმყოფობით. გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღაზის მოსახლეობას შორის „დიდი ალბათობით“ არის პოლიომიელიტის შემთხვევები. დღეს კი ღებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში გამოთქვა […]

ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

თბილისის ზღვის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ ცეცხლი ბალახს წაეკიდა. ცეცხლი ამჟამად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კურსკში რუსების სამხედრო საწყობს დავარტყით – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოთხშაბათს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მდებარე იარაღისა და სამეხდრო ტექნიკის შესანახ საწყობს დაარტყეს. უწყების ინფორმაციით, საბრძოლო სამუშაოებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები და აქტივები თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით აწარმოებდნენ. დაფიქსირდა მტრის საზენიტო იარაღის მუშაობა და აფეთქებები სამიზნე წერტილებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7147 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7214 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9481 ლარს შეადგენდა. […]

თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა

„საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები ვუსურვო. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7147 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7214 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9481 ლარს შეადგენდა. […]

1-ელი აგვისტოდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის

2024 წლის 1-ელი აგვისტოდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და […]

ჯაბა სამუშია თსუ-ს ახალგაზრდა მკვლევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია იმ დოქტორანტებს და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატს შეხვდა, რომლებიც ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დოქტორანტებმა: ანა ჩოხელმა, გიორგი მინდიაშვილმა, თამარ ტაბატაძემ, გიორგი თაყაძემ, თინათინ ცისკარიძემ და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატმა თამარ პაპაჩაშვილმა, თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რვაკვირიანი ინტენსიური ტრენინგები, ტეხასის […]

„ევროპულმა საქართველომ“ პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით შედგენილი საარჩევნო სია გამოაქვეყნა

28 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შესადგენად პრაიმერიზი ჩაატარა. პარტიის ინფორმაციით, პრაიმერიზში მონაწილეობა 1896-მა დელეგატმა მიიღო, რომელთაც არჩევანი ორ სიას შორის გააკეთეს. პარტიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სია N1 – 55% და სია N2 – 45%. პარტიის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო სია პრაიმერიზში მონაწილე ორივე […]

მოვაჭრეებს დეზერტირების ბაზრის დატოვება 15 აგვისტოს აღარ მოუწევთ

მოვაჭრეებს დეზერტირების ბაზრის დატოვება 15 აგვისტოს აღარ მოუწევთ, თუმცა უცნობია, როდემდე მიეცემათ მათ მუშაობის შესაძლებლობა. ამის შესახებ დღეს, ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს 15 აგვისტომდე ადგილების დაცლა მოსთხოვა, მიზეზად კი ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები დაასახელა, რამაც მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. გუშინ და დღეს მათ[მოვაჭრეებმა] […]