ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, – რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს.
ამავდროულად, განკარგულება რეკომენდაციას გასცემს, რომ რუსეთის რეგიონულმა ხელმძღვანელობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან იმავე რაოდენობის, 400 ათასი რუბლის ოდენობის, გადასახადი გამოყონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება