„ახალი პროგრამით მეფუტკრე ფერმერებს ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული, მეფუტკრეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განკარგულების პროექტი. ეს შეეხება მეფუტკრე ფერმერების მხარდაჭერას. პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ, ჩვენ მოვახდენთ 50% -იან საგრანტო თანადაფინანსებას, სკების შესყიდვის […]
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცებულმა რკინიგზამ მუშაობა მიმდინარე წლის 20 მაისს დაიწყო. აზერბაიჯანის რკინიგზის (AR) თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის განცხადებით, BTK-ის წლიური გამტარუნარიანობა 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება. „ამ სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის მთავარი მიზანი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და BTK დერეფნის ერთ-ერთ მთავარ სატვირთო არტერიად გადაქცევაა. ძალიან დიდია BTK სარკინიგზო ხაზის მნიშვნელობა ჩინეთიდან და ცენტრალური […]
ოთარ შამუგია – ახალი პროგრამით მეფუტკრე ფერმერებს ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ

ახალი პროგრამით მეფუტკრე ფერმერებს ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული, მეფუტკრეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ და სახელმწიფოს ჩართულობა სკების […]
გურამ მაჭარაშვილი – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება – ის, რაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხდება, მიმართულია საქართველოს ხელისუფლების ე.წ. დაშანტაჟებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მყისიერად […]
ვასო ურუშაძე – ფაქტობრივად, საქართველო მაშველ რგოლად იქცა, რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რითაც საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდა

ფაქტობრივად, საქართველო მაშველ რგოლად იქცა, რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რითაც საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდა. ეს არის არასწორი პოლიტიკის მავნებლური გადაწყვეტილებების სამწუხარო შედეგი, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებით აუცილებლად გამოვასწორებთ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძემ, რუსეთში, საქართველოს გავლით სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით. როგორც ურუშაძე განმარტავს, „როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ისინი ყველა პერსპექტივის რეალიზებას […]
Porsche Taycan 2024 – უფრო მძლავრი და ახლა უფრო ხელმისაწვდომი – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სალიზინგო პირობები

„პორშე ცენტრი თბილისმა“ „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერით ავტომობილის შეძენა უფრო გაამარტივა, პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოარგო და უპროცენტო შიდა სალიზინგო მომსახურება შესთავაზა. ხელსაყრელი შეთავაზება ამჯერად Porsche Taycan-ის უახლეს, 2024 წლის განახლებულ მოდელზე ვრცელდება. „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველია ავტოსადილერო მიმართულებით, რომელმაც გერმანული პრემიუმ ბრენდის მოყვარულებს შიდა უპროცენტო ლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. მადონა ბაკურაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ კომერციული დირექტორი: […]
ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა. წილოსანი გამოეხმაურა 2012 წელს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს, რომელიც […]
მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები დაიდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები დაინერგა: მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები. პროექტის მიზანია მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური ტყეების ეკოსისიტემის დაცვა და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირება, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული. აღნიშნული პროექტით მაჭახლის ხეობაში […]
ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი

ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი ამ ინფორმაციას დარწმუნებული ვარ, რომ აფრიალებენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ხურავდნენ, უვარდებოდნენ, ატერორებდნენ და ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ დაპატიმრებული და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ეს რეიტინგი, რომელიც ვითომდა გაუარესებას გვაჩვენებს საქართველოში მედია გარემოსი […]
საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება
საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი შეაჩერეს, მაგრამ არჩევნებამდე მეტი მოხდება, რომ დაძაბულობის განცდა შეიქმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან გაცხადებულია, ოქტომბრის არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, […]