სულ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოსალოდნელია პატიმართა დიდი გაცვლა

ბოლო დღეებში ცხრა რუსი აქტივისტი და ერთი ამერიკელი მოქალაქე მოულოდნელად გადაიყვანეს რუსეთის ციხეებიდან, ხოლო აშშ-ის ციხეებში მყოფი სხვა რუსები გაქრნენ ციხის მონაცემთა ბაზებიდან, რაც იწვევს ვარაუდებს, რომ შესაძლოა მიმდინარეობს პატიმრების დიდი გაცვლა რუსეთში, შეერთებულ შტატებში და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში. მაგრამ ვაშინგტონში, მოსკოვში ან სხვაგან არც ერთ სამთავრობო ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია კომენტარი პატიმართა გაცვლის […]

როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში

როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემას პასუხობს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილს შეეხება. კირცხალია ოპოზიციას მიმართავს […]

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება

მთავრობამ მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიზანი ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე სანქცია მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობა მსგავს […]

კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დაამტკიცებენ

კამალა ჰარისს, ამჟამად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცებენ ელექტრონულ კენჭისყრაზე, რომელიც 1 აგვისტოდან გაიმართება და შეცვლის უშუალო კენჭისყრას, რომლითაც იწყებოდა ხოლმე პარტიის ყრილობა. ორ კვირაზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც ჯო ბაიდენმა შეწყვიტა ამერიკის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევის მცდელობა, მისი 52 წლის ვიცე-პრეზიდენტი მთლიანად აკონტროლებს პარტიას და არის ერთადერთი დემოკრატი, რომელსაც […]

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, – აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მისი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მთავრობის მთელი ეკონომიკური ბლოკი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს DCFTA – ის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. მისი თქმით, მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ – ახალი პოლიტიკის თითოეული დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიყვება საქართველოს სამოქმედო გეგმას DCFTA […]

“რამდენი ბრძოლა დასჭირდა რომ “ინფექციურს” ჭერი ჰქონოდა… ვეღარ მოასწრო, აღარ დასცალდა…” – გიორგი ბერიძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე 76 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო წლებ­ში ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მე­ჯერი გი­ორ­გი ბე­რი­ძე, სოციალურ ქსელში, წერს: მადლობა თითოეული წუთისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ადამიანობის, კაცობის, ღირსების, პროფესიონალიზმის უამრავი მაგალითისა და უკიდეგანო სიკეთისთვის… რამდენი და რომელი ერთი გავიხსენო, […]

რას წერდა ივანიშვილი 2012 წელს ჰილარი კლინტონს – ფორმულამ წერილი ვიკილიქსის ბაზაში მოიპოვა

ტელეკომპანია ფორმულას ვაშინგტონის ბიურომ მოიპოვა ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც მან 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს მიწერა. ივანიშვილმ კლინტონს წერილი არჩევნებამდე 1 თვით ადრე მიწერა. ის ვიკილიქსის ბაზებშია ნაპოვნი. მაშინდელ მიმართვაში ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საუბრობდა და ჰილარი კლინტონს იმაშიც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნება ერთგულია საქართველოს დასავლეთთან […]

გურამ მაჭარაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი ჰგავს აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო – არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან, იხადონ ჯარიმები

სამოქალაქო საზოგადოების ასეთი ახირებული პროტესტი დაახლოებით ჰგავს აბიტურიენტი რომ გაბრაზდება და იტყვის, მისაღებ გამოცდებს არ ჩავაბარებო. არ ჩააბარებს და ვერ ჩაირიცხება. არ დარეგისტრირდებიან და ნუ დარეგისტრირდებიან, იხადონ ჯარიმები, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ლიბერალური მიდგომაა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ […]

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. შეჯიბრების მეოთხედფინალში სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი […]

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება […]