„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი“ – მარიამ ქვრივიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Facebook–ში საკუთარ გვერდზე წერს. „ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, […]
IFC 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს თიბისი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და კლიმატის ცვლილების შესარბილებლად

· ინვესტიცია საქართველოს უმსხვილეს ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად · დაფინანსების ნახევარი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი პროექტებისთვის თბილისი, საქართველო, 1 აგვისტო, 2024 – IFC-მ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა თიბისი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ქვეყანაში […]
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალა

დღეს რუსეთში ბენზინის ექსპორტის აკრძალვა კვლავ ამოქმედდა, რომელიც ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ბაზრის სტაბილიზაციისთვის. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს მიიღო, თუმცა ძალაში შესული გადაწყვეტილება მაისში დროებით შეაჩერა, რისი ვადაც კიდევ ერთი თვით ივნისშიც გახანგრძლივდა. ამასთან, 2024 […]
„ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია“ – ოთარ შამუგია

„ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“ – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2024-ის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ […]
თიბისის მხარდაჭერით „ხაოს მარანი“ გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს

კომპანია „ხაოს მარანი“ დაუდიშვილების ოჯახური მეღვინეობაა, რომელიც ქალაქ გურჯაანში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 11 წლის წინ 400 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე გათვლილი საწარმოს წარმადობა დღეს უკვე 6000 ტონას აღწევს. სახელმწიფო პროგრამების და თიბისის პერმანენტული მხარდაჭერით „ხაოს მარანი“ გაფართოებას დღესაც განაგრძობს. „სახელი „ხაოს მარანი“ მამაჩემს უკავშირდება, რომელიც ჩვენს მხარეში განთქმული მეღვინე იყო, მამას […]
ბექა დავითულიანი – არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი – ეს არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა

არჩევნებამდე კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს, რათა წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი და ეს ყველაფერი არის სასჯელი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, […]
„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. როგორც ჟურნალისტებს პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძემ განუცხადა, პროტესტის ნიშნად გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, რომლის ოდენობა ახლა, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთათვის 600-800-900 ლარია, გაუფორმდეთ უვადო ხელშეკრულებები. მისი თქმით, თანამშრომლები ასევე ითხოვენ, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ შანტაჟში, ბულინგსა და შეურაცხყოფაში მონაწილე მენეჯერები. „ამ დროის განმავლობაში დამსაქმებელს ჩვენთან […]
ნინო წილოსანი – ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი – ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი თუ ნებისმიერი მისი მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს და საქართველოს ინტერესებს ემსახურება

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა. წილოსანი გამოეხმაურა 2012 წელს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს, რომელიც […]
ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM). ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. „2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის […]
ბექა დავითულიანი – არა თუ დარეგისტრირებას არ აპირებენ რაღაც ჯგუფები, არამედ დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ – ეს არის პრორევოლუციური სცენარის დადგმა და ვნახოთ, ვისი აჯობებს

არა თუ დარეგისტრირებას არ აპირებენ რაღაც ჯგუფები, არამედ მეტსაც გეტყვით, დონორის მხრიდან არიან კოორდინირებულები და პირიქით, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ – ეს არის პრორევოლუციური სცენარის დადგმა და ვნახოთ, ვისი აჯობებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კანონი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ძალიან მარტივ რამეს ითხოვს – რეგისტრაციას […]