რუსეთი შეთანხმების ფარგლებში ვლადიმერ კარა-მურზას ათავისუფლებს- Bloomberg

რუსეთი აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან შეთანხმების ფარგლებში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.ამასთანავე, CBS News, თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კარა-მურზას აშშ-ში ელიან, თუმცა ზუსტი დრო არ სახელდება. ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო, გასული […]

ელჩი: გვაწუხებს ანტიდემოკრატიული ქმედებები, ნეგატიური რიტორიკა – გვსურს, ერთად ვიმუშაოთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანმა მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება რუსული კანონის, “ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედებისა და აშშ-სა და დასავლეთის შესახებ ცრუ ნარატივის” გამო მიიღო. ელჩი ამბობს, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, ასევე, გაგრძელდება აშშ-ის დახმარება თავდაცვის ძალების მიმართაც. ელჩი იმედს გამოთქვამს, […]

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წელი შესრულდა. პროფესიული დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში, ასევე სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი […]

“როცა ლიდერი ხარ… მუქარები, ან შურისძიებაზე საუბარი – აბსოლუტურად მიუღებელია” – გიგი წერეთელი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიაში განხეთქილების მიზეზი არა პრაიმერიზის შედეგები, არამედ პრაიმერიზის ჩატარების პროცესი გახდა. “[განხეთქილება] არ უკავშირდება არანაირად პრაიმერიზის შედეგებს, ეს მინდა გითხრათ, რომ ყოვლად უსაფუძვლოა. რატომ უნდა უკავშირდებოდეს, როცა გუნდმა, რომელშიც მე ვიყავი, გაიმარჯვა. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მეორე მხარეს უფრო მეტი უკმაყოფილება ჰქონდა ამ საკითხში. უთანხმოებები […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 31 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.63 ( – 1.15) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.34 (- 0,10) დოლარი/ბარელზე. oilnews.ge

რეკორდული შემოსავლის მიუხედავად, Microsoft-ის აქციების ფასი დაეცა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა და $64.7 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციების ფასი დაეცა, რაც უმეტესწილად ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის მოსალოდნელზე დაბალი შედეგების დამსახურებაა. 30 ივნისს დასრულებული კვარტალის მონაცემებით, ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ $2.95-ს, ხოლო შემოსავალმა $64.7 მილიარდს მიაღწია. ცნობისთვის, ანალიტიკოსები Microsoft-ის […]

აშშ-ის ელჩი – მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა, იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს – ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა, იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს – ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას განუცხადა. დანიგანმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ელჩმა განმარტა, თუ […]

რუსეთმა და დასავლეთმა 26 პატიმარი გაცვალეს — მედია

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. შეთანხმებაში 7 ქვეყანა მონაწილეობდა და გაცვლა 24 ადამიანს შეეხო. ოფიციალური ინფორმაცია გაცვლილთა ვინაობის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა თურქეთმა დაადასტურა თავისი შუამავლობა შეთანხმების მიღწევაში. „ბოლო წლებში 7 სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია, რუსეთი და ბელარუსი) ციხეებში მყოფი 26 პატიმრის ყველაზე დიდი გაცვლის ოპერაცია ხუთშაბათს ანკარაში, თურქეთის […]

თურქეთი ისრაელთან ნატოს თანაშრომლობას ბლოკავს, აცხადებენ წყაროები

თურქეთი, ოქტომბრიდან, ღაზiს ომის გამო ნატო-სა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ბლოკავს და აცხადებს, რომ ალიანსმა არ უნდა ითანამშრომლოს ისრაელთან, სანამ კონფლიქტი არ დასრულდება, – უცხადებენ პროცესთან დაკავშირებული წყაროები საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”. ისრაელი ნატოს პარტნიორის სტატუს აქვს და მჭიდროდ ურთიერთობს სამხედრო ალიანსთან და მის ზოგიერთ წევრთან, განსაკუთრებით, თავის უდიდეს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ღაზაზე ისრაელის იერიშამდე, რითიც […]

“ეს უკრაინისთვის “ჯადოსნურ აბი” ვერ იქნება” – პესკოვი

კრემლი უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გამოეხმაურა და მათი ჩამოგდებით დაიმუქრა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი “უკრაინისთვის გადაცემულ დასავლურ F-16-ის გამანადგურებლებს ჩამოაგდებს“. “მათი რიცხვი თანდათანობით შემცირდება, მათ ჩამოვაგდებთ.. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ [გამანადგურებლების] მიწოდებას არანაირი არსებითი გავლენა ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე არ ექნება”.- თქვა პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული გამანადგურებლები უკრაინისთვის “ჯადოსნურ აბი” ვერ […]