ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

,,აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. „ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. ,,სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის. […]
ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა – გათავისუფლებულთა სიაშია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) ავრცელებს. მათი ცნობით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ – აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. “გაცვლის […]
ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა. ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო – იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი […]
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წელი შესრულდა. პროფესიული დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში, ასევე სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყანაში […]
რობინ დანიგანი – ძალიან გვაწუხებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა – ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა

გვაწუხებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა – ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ეჩლმა რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება და სთხოვა საქართველოს მთავრობას გადახედოს ქმედებებს. „თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. […]
ირანი აგროვებს მოკავშირეებს ისრაელის წინააღმდეგ ზომების განსახილველად -“როიტერსი”

ირანის უმაღლესი თანამდებობის პირები ხუთშაბათს შეხვდებიან ერაყში, ლიბანსა და იემენში მოქმედი პროირანული შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლებს. „როიტერსი“ ხუთ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე სავარაუდოდ განიხილავენ ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომებს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის. მანამდე, New York Times-მა, ირანის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ […]
საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ჩვენი დახმარება გაგრძელდება – აშშ-ს ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, შტატები კვლავ აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას. ელჩის თქმით, გრძელდება დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართაც. ეს ელჩის პირველი საჯარო განცხადებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება […]
„ჰეზბოლა“ ადასტურებს, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად მისი უმაღლესი მეთაური დაიღუპა

ჰეზბოლამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ უფროსი მეთაური ფუად შუკრი, ლიბანის დედაქალაქის გარეუბანში, ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს. ეს დაჯგუფების ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც ათი თვის განმავლობაში ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის დროს დაიღუპა. ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, „ჰეზბოლას“ დასაყრდენზე, ისრაელმა დარტყმა სამშაბათს განახორციელა. ისრაელის არმიამ სამშაბათს გვიან განაცხადა, რომ მოკლა შუკრი, რომელიც მან ჰეზბოლას ყველაზე მაღალჩინოსან მეთაურად დაასახელა და რომელსაც […]
თბილისში კავკასიის რეგიონში პირველი LegalTech Meetup კონფერენცია ჩატარდება

2024 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ჩატარდება კავკასიის რეგიონში პირველი LegalTech Meetup – კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიული პრაქტიკის გარდაქმნას ტექნოლოგიების მეშვეობით. კონფერენციის ფოკუსი ორი ძირითადი მიმართულების გარშემო იქნება: ტრადიციული იურიდიული პრაქტიკის გამოწვევები და რა არის Legal Tech და როგორ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება იურიდიული პრაქტიკის გარდაქმნისთვის. LegalTech Meetup მისცემს შესაძლებლობას იურისტებს, გაიზიარონ წამყვანი იურიდიული კომპანიების, იურისტებისა […]
ვის უჩერდება აშშ–ის დახმარება და ვის არა? – “თქვენ იკითხეთ, რატომ გავაკეთეთ ეს?” – ელჩის პასუხი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანმა მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება რუსული კანონის, “ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედებისა და აშშ-სა და დასავლეთის შესახებ ცრუ ნარატივის” გამო მიიღო. “ნება მომეცით დავიწყო იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 […]