“გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე” – ბექა დავითულიანი

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს ეხმაურება და ამბობს: “გეუბნებით, რომ მეტი მოხდება არჩევნებამდე, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას, დაძაბულობის განცდა. კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ, მეტ რამეს მოვისმენთ. კიდევ უფრო მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც დასრულდება არჩევნები და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველით დიდი ალბათობით. ამის შემდეგ, […]

“ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს” – მაჭარაშვილი აშშ–ის ფინანსურ დახმარებაზე

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ შტატები არა ქართველ ხალხს, არამედ “რადიკალებს” ეხმარება. “გამოდის, რომ ქართველ ხალს უარს ეუბნება ამ დახმარებაზე. საიდანაც, საკითხავია ხალხს რა დახმარება ექნება და მათივე ენჯეოების ჯიბეში მიდის დიდი ნაწილი მაქედან, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს და თან მეგობრობას ეფიცება ერთის მხრივ და […]

ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბაზრის მონაწილეებს მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული, ასევე, დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები გააცნო. კერძოდ, საზედამხედველო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დასახული გეგმები. შეხვედრა […]

სტალინის მუზეუმს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩინეთიდან ჰყავდა – 6 თვის მონაცემები

წელს ვიზიტორების უმრავლესობა ჩინეთიდან იყო, შემდეგ მოდის რუსეთი, ტაილანდი და ირანი, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” გორში მდებარე სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, შესაძლებელია, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან იყოს დაკავშირებული. “2023 წელს 137 193 ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 90%-ზე მეტი უცხოელი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს – 6 თვის მონაცემებით, მუზეუმს 84 780 […]

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) ავრცელებს. მათი ცნობით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ – აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. “გაცვლის […]

გამარჯობის თქმა არ აცალა – ილია სულამანიძე ფინალშია!

ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ფინალში გავიდა. ნახევარფინალში სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. “ხომ არ დიღალე?” – მიმართა გამარჯვებულს ხუმრობით მისმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა. ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო – იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო. ფინალში ილია აზერბაიჯანელ […]

თეირანი ისრაელზე შურისძიების გზებს განიხილავს

ირანის უმაღლესი ოფიციალური პირები დღეს, 1 აგვისტოს, რეგიონის მოკავშირეთა წარმომადგენლებს ხვდებიან. მას შემდეგ, რაც თეირანში “ჰამასის” ლიდერი მოკლეს, თეირანს სურს, ლიბანში, ერაყში და იემენში მის მოკავშირეებთან ერთად, ისრაელის წინააღმდეგ პოტენციურ შურისძიებაზე იმსჯელოს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “როიტერს” ხუთი სხვადასხვა წყარო უდასტურებს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ფართო კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდა. ოთხშაბათს თეირანში ისმაილ ჰანიე მოკლეს, “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი. […]

ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ, ყველამ ერთიანად შევქმენით სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა რადიკალური ენჯეო სექტორი- აბა, გიგაური რომელი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც გამოდის და ოპოზიციურ პარტიებსაც კი ასწრებს პოლიტიკურ დღის წესრიგში

ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ, ყველამ ერთიანად შევქმენით სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა რადიკალური ენჯეო სექტორი- აბა, გიგაური რომელი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც გამოდის და ოპოზიციურ პარტიებსაც კი ასწრებს პოლიტიკურ დღის წესრიგში „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჰილარი კლინტონის მიმართ 2012 წელს მიწერილ წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებებს აფასებს და აცხადებს, რომ […]

“ბოლო სამ კვირაში ივანიშვილმა ხალხს დააკარგვინა შემდეგი…” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია: ბოლო სამ კვირაში ივანიშვილმა ხალხს დააკარგვინა შემდეგი ფინანსური დახმარება : ● აშშ – 95 მილიონი დოლარი ● ევროკავშირი – 30 მილიონი ევრო ● დანია 71.5 მილიონი კრონა ჯამი : დაახლოებით 380 მილიონი ლარი. ამას დავუმატოთ გერმანია და საფრანგეთი – ორივე ქვეყანამ შეაჩერა დახმარება, ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში რამდენია დანაკარგი, ზუსტი დეტალები გაირკვევა. […]

იპონი 11 წამში – 23 წლის ილია სულამანიძე ფინალშია

იპონი 11 წამში – 23 წლის ილია სულამანიძე ფინალშია. ნახევრფინალში სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი დაამარცხა. სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო. ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო ლაშა ბექაურმა (90 კგ), ხოლო ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვა.