“ეს უკრაინისთვის “ჯადოსნურ აბი” ვერ იქნება” – პესკოვი

კრემლი უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გამოეხმაურა და მათი ჩამოგდებით დაიმუქრა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი “უკრაინისთვის გადაცემულ დასავლურ F-16-ის გამანადგურებლებს ჩამოაგდებს“.
“მათი რიცხვი თანდათანობით შემცირდება, მათ ჩამოვაგდებთ.. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ [გამანადგურებლების] მიწოდებას არანაირი არსებითი გავლენა ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე არ ექნება”.- თქვა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული გამანადგურებლები უკრაინისთვის “ჯადოსნურ აბი” ვერ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ