ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს. „ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. 24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. […]
შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაარსების დღიდან, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია – ის დაუღალავად იცავს ჩვენს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაარსების დღიდან, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია. ის დაუღალავად იცავს ჩვენს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 9 წლის განმავლობაში ამ სამსახურმა არაერთხელ დაადასტურა კანონის უზენაესობის, კეთილსინდისიერებისა […]
ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა – იგი პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ილია სულამანიძეს (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ერთი გამარჯვება აშორებდა. მან ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა. ფინალში იგი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, დასანანი მარცხი განიცადა […]
მედია – რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც გათავისუფლდა

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსულ მხარეს 8 დაკავებული გადაეცა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს კი 16. კერძოდ, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი […]
დრამა ფინალში – სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა. ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო – იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ […]
ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. სულამანიძე შეხვედრას (1:0) იგებდა, თუმცა ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო წააგო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება). სულამანიძემ ფინალამდე ორი მეტოქე იპონით დაამარცხა; მეოთხედფინალში – ოლიმპიური და […]
“ისრაელი უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას” – ნასრალა

ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა. „ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა და ისრაელმა არ იცის, საიდან მოვა პასუხი. ჰასან ნასრალამ აღნიშნა, რომ „ჰამასზე“ და „ჰეზბოლაზე“ სამხედრო ზეწოლა მათ დანებებას არ გამოიწვევს. „ბენიამინ ნეთანიაჰუს […]
“მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრირებს სამინისტრო ამ ორგანიზაციებს” – წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს. “ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. თუმცა ამის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის […]
მზად ვართ, განვაახლოთ ურთიერთობები, იმედი მაქვს, ამ გზას დავუბრუნდებით და საქართველოს მთავრობა შეძლებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას

მზად ვართ, განვაახლოთ ურთიერთობები, იმედი მაქვს, ამ გზას დავუბრუნდებით და საქართველოს მთავრობა შეძლებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა. „გავიმეორებ, რომ ქართველ ხალხს აქვს აშშ-ის […]
საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს. მისი შეფასებით, ხშირად რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით პროტოკოლურად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ. „ამაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამომწურავი კომენტარი. მეც იგივეს დავამატებ, რომ მათ შორის, ყველაზე დიდი ვალდებულებები აქვს ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურს. ამიტომ ის მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა მეზობელი […]