შუქრუთის აქციის მონაწილეებს საჩხერის სასამართლომ გირაო, 1000-1000 ლარი შეუფარდა

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (1000-1000 ლარი) შეუფარდა სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატ, ლადო ქუთათელაძის თქმით, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ. კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე აქციების მონაწილეებს პროკურატურამ 31 ივლისს ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხების მუხლით. პროკურატურამ სასამართლოსგან ბრალდებულებისთვის აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდება […]

რობინ დანიგანი: „ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს?“

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ აშშ საქართველოსადმი დახმარების იმ ნაწილს აჩერებს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. თუმცა გრძელდება სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა. ასევე გრძელდება საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რაც აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების […]

“ტრანსპორტერს” ახალი ფრანგული ბრენდი SHERCO დაემატა

“ტრანსპორტერს” ახალი ფრანგული ბრენდი SHERCO დაემატა, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ტრანსპორტერის” კომერციულმა დირექტორმა, გიორგი იმერლიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი ბრენდი Mountain bike-ის ანუ ე.წ. ენდუროს მიმართულებით ფუნქციონირებს. მის პორტფელში დამატების მიზეზი კი, სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. „6 თვის თავზე შემოგვიერთდა ფრანგული ბრენდი SHERCO, რომელიც არის ე.წ. ენდუროს ანუ […]

“ახლა ამას უნდა დაველოდოთ შიშით…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: აჰა, სიაში ადგილების გამო პარტია „ევროპული საქართველო“ დაიშალა. ამ ოთხკაციან პარტიაში რომ ვერ გაიყვეს ადგილები, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ახლადშექმნილ ოპოზციურ გაერთიანებებში, სადაც სხვადასხვა პარტიები შევიდნენ და ამბიციებიც უფრო მეტად დუღს, როდესაც იქაც დადგება დღის წესრიგში სიის შედგენა? ახლა ამას უნდა დაველოდოთ შიშით, თავზე არ ჩამოიმხონ ყვეალფერი და ხონჩით არ მიართვიან გამარჯვება „ოცნებას“

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს. „ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. 24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. […]

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა და მკურნალობის კურსს გადის – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პრესსამსახური განმარტავს, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. „ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ხანგრძლივი გვალვის გამო სარდინიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

30 ივლისს იტალიის კუნძულ სარდინიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – მიზეზი ხანგრძლივი გვალვაა, რომელიც კუნძულზე გადაადგილებასაც აფერხებს. ტურისტულად გამორჩეულ ლოკაციაზე წვიმა, რამდენიმე კვირაა, არ ყოფილა, სიცხე კი დღითი დღე იზრდება. პროგნოზის თანახმად, მომდევნო დღეებში სარდინიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ ინფორმაცია რეგიონულმა საბჭომ სარდინიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტთან, ალესანდრა ტოდთან კონსულტაციის შემდეგ გაავრცელა. […]

ბომბი სასტუმროში 2 თვით ადრე შეიტანეს – როგორ მოკლეს ჰანიე? – „ნიუ იორქ თაიმსი“

„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში, რომელიც ფარული შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა, ორი თვის ადრე ფარულად შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორქ თაიმსი“ ავრცელებს. ამერიკული გამოცემა ირანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ შენობაში ფარულად შეიტანეს და ისმაილ ჰანიეს ოთახში ყოფნის დროს აამოქმედეს. […]

ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია – 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ილიამ საქართველოს ნაკრებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური […]

თეთრი სახლი ადასტურებს 16 პატიმრის მათ შორის კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას

თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ პროცესში გათავისუფლდა 16 პატიმარი- მათ შორის ალსუ კურმაშევა, ივან გერშკოვიჩი, პოლ უილანი და ვლადიმირ კარა-მურზა. თეთრი სახლისვე თანახმად, მალე პატიმართა გაცვლის შესახებ საგანგებო მიმართვას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა 1 აგვისტოს ანკარაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით […]