ზელიმხან ხანგოშვილის ძმა: საწყენია, რომ ჩვენთვის გაცვლასთან დაკავშრებით არაფერი უთქვამთ

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის გაცვლაზე არაფერი უკითხავთ. “ჩემი ძმის მკვლელის სანაცვლოდ რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა პუტინის რეჟიმის ხელიდან და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები არ ვიქნებოდით, მაგრამ, საწყეენია, რომ ჩვენ, ოჯახის წევრებს არაფერი გვკითხეს. უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ […]
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იულია ნავალნაიას ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის ციხეებიდან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხუთშაბათს ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ჰარისმა შეაქო გამბედაობა ნავალნაიასი, რომელიც აგრძელებს “თავისი ქმრის საქმიანობას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის რუსეთში”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ვრცლად […]
კურსდამთავრებულთა ანაზღაურებად სტაჟირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური […]
სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს- „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები

ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნისსაპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ სრულადელექტრო EC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტოფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდეფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციფიკაციებისგათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაცთავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია EC40-ის ორიმოდელი, რომლებიც ერთმანეთისგანკომპლექტაციით განსხვავდება – EC40 Recharge Plus დაEC40 Recharge Ultimate. ორივე მოდელიწარმოდგენილია ოთხივე წამყვანი […]
“ასე ივანიშვილს მივაყენებთ კუთხეში” – ბადრი გრიგალაშვილი

სააკაშვილის გამოსვლა ვნახე – ივანიშვილი გაყალბებულ შედეგებს გამოგვიცხადებს და ქუჩაში უნდა გავიდეთო. ცხადია, ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ახლა ამომრჩევლისთვის იმის თქმა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია – არც ჭეშმარიტებაა და არც სასარგებლო საქმე პროცესისთვის. გააყალბებს არჩევნებს? – კი ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა რომ სასურველ რიცხვს დაიწერს? – არა ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები […]
ხვიჩას ნეაპოლური ხვედრი – იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი

რადიო CRC აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შვებულების შემდეგ „ნაპოლიში“ დროულად გამოცხადდა, თავს მშვიდად გრძნობს, თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა ახალი სეზონი საუკეთესოდ დაიწყოს, კონტრაქტის განახლების საკითხს კი სექტემბერში განიხილავენ. გუშინ კვარაცხელია მატეო პოლიტანოსთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა, ავტოგრაფები დაარიგა და სურათები გადაიღო. AreaNapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ალესანდრო დ’არიამ „ბრესტთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია, ჯაკომო რასპადორიმ კარგი გოლი […]
ჩინეთმა ამერიკელ კანონმდებელს სანქციები დაუწესა

ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევაზე მითითებით, ოფიციალური პეკინი ამერიკელ კონგრესმენს, წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯიმ მაკგოვერნს სანქციებს უწესებს. ამიზ მიზეზი ამერიკელი კანონმდებლის მიერ ინიცირებული ტიბეტ-ჩინეთის აქტია, რომლის მიზანია ჩინეთ-ტიბეტის დავა მშვიდობიანად გადაწყდეს. მაკგოვერნის ინიციატივა ჩინეთისთვის მიუღებელია, რადგან პეკინი ტიბეტს „ჩინეთის განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს. ჩინური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სანქციები შეეხება როგორც უშუალოდ ამერიკელ კანონმდებელს, ასევე მისი ოჯახის წევრებს. სანქციების […]
ბრძანება #1019: ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს ე.წ. „აგენტების რეესტრში”

სალომე ჩადუნელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „აგენტების კანონის“ აღსრულების მიზნით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები დაამტკიცა. ბრძანება საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს, კანონის ამოქმედების დღეს გამოქვეყნდა. ბრძანება ნომერი – 1019 ექვსი მუხლისგან შედგება და თან ახლავს ოთხი დანართი. ეს დოკუმენტი ე.წ. „აგენტების რეესტრის“ შესაქმნელად საჭირო ნაბიჯებს განსაზღვრავს. […]
„არც შიმშილობას გამოვრიცხავთ“ — „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვის 22-ე დღე

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები 3 აგვისტოს, დილის 6 საათიდან მექანიზაციის ქუჩის 2 ნომერში, კომპანიის ერთ-ერთ შენობასთან მორიგ შეკრებას აანონსებენ. „კვლავ ვაჩერებთ ევოლუშენს“, — ავრცელებს ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“. დღეს, 2 აგვისტოს “ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვის 22-ე დღეა. პირველ აგვისტოს გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაც მოუხდათ. თუმცა, როგორც ნეტგაზეთთან მახარე პატაშური, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომელი და “ევოლუშენში” დასაქმებულთა […]
“ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა”- „მინტრანსი“

გადამზიდავი კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილი ამბობს, რომ წითელი ზღვის კრიზისის გათვალისწინებით მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე. მისი შეფასებით, ეს მარშრუტი პერსპექტიულია და მოთხოვნა თუ გაიზრდება, შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვებს მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს. საქმე ის არის, რომ გადამზიდავი კომპანიები 2024 წლის მთავარ გამოწვევად გლობალურ კონფლიქტებს ასახელებენ, მათ შორის კი დღის წესრიგში პრობლემად რჩება წითელი ზღვის კრიზისი, […]