კატარში დაასაფლავეს ჰამასის მოკლული ლიდერი ისმაილ ჰანიე

პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის მაღალი რანგის პირთა მკვლელობების სერიიდან ეს ერთ-ერთია ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და ისრაელს შორის ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე. Reuters-ის ცნობით, დოჰაში დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იყო ხალედ მეშალი, რომელიც სავარაუდოდ, ჰამასის ახალი ლიდერი იქნება. ცერემონიას ესწრებოდა აგრეთვე კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. ჰანიეს დაასაფლავებენ დოჰას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ […]

გია ვოლსკი – საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და არ ეძებთ პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის – ჩვენ ვართ მეგობრები, რომელსაც ამ ეტაპზე არ აფასებენ, რადგან უფრო დიდი და გლობალური საკითხებია დღის წესრიგში

საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაა და არ ეძებთ პასუხს კითხვაზე რატომ, რისთვის – ჩვენ ვართ მეგობრები, რომელსაც ამ ეტაპზე არ აფასებენ, რადგან დღის წესრიგში უფრო დიდი და გლობალური საკითხებია! , – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას. ვოლსკის თქმით, ის […]

შალვა პაპუაშვილი – 2 აგვისტო ბიბლიური წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეა – ამ დღეს ქრისტიანები კახეთის გულში, დედოფლისწყაროში იკრიბებიან, სადაც სამლოცველოა ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა

საქართველოში მაცხოვრის მიმართ სიყვარული ქრისტესშობამდე ჩაისახა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის სახალხო სიყვარული და ტრადიციები, რაც ელია წინასწარმეტყველის მიმართ ისტორიულად არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ასეთი მარგალიტები გვაფიქრებინებს ზუსტად, რომ ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია და უფლის სიყვარული კიდევ მრავალი […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის წევრის მიმართ იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში უცხო ქვეყნის […]

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენის საოპერაციო ხარჯები $70.5 მილიონამდე გაიზარდა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ საოპერაციო ხარჯები 2024 წლის პირველი ნახევარში გაიზარდა. Bp-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 70.5 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 17.7 მილიონი აშშ დოლარი. „1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ჯამში 4.3 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა […]

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ისრაელის „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე ფრენები ბრიტანულმა ავიახაზებმა – ორ აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა 6 აგვისტომდე გააუქმა. ფრენების გაუქმების გამო ათი ათასამდე ისრაელელი ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გასულ ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის […]

პროკურორი – თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ საზღვარი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებების მიმცემ პირებზე მოახდინოს ზემოქმედება

თუ გავითვალისწინებთ იმას, მიხეილ სააკაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ სახელმწიფოს საზღვარი, ბუნებრივია, იმის რეალური საფრთხე არსებობს, რომ მის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებების მიმცემ პირებზე გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ორივე ინსტანციის სასამართლოში არსებობს პრეცედენტი, როცა მისჯილ ადამიანს აღკვეთის […]

პროკურატურა – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2023 წლის დეკემბერში ძაღლის ცემის ფაქტს, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც სოციალურ ქსელში გავრცელდა. “ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცხოველის მიმართ […]

კრემლმა დაადასტურა, რომ ხანგოშვილის მკვლელი ФСБ-ის თანამშრომელია

კრემლმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, პატიმრებს შორის, რომლებიც გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნდნენ, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანიშნულების ცენტრის განყოფილების Альфа-განყოფილების თანამშრომლები არიან. „კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია, ის „ალფაში“ მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის […]

რუსეთს, შესაძლოა, შსს-ს თანამშრომლების ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა – IML

საგამოძიებო მედიალაბორატორიის (IML) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთს, შესაძლოა, შსს-ს 20 500-მდე თანამშრომლის ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რომლებიც სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში არიან დაზღვეულები. უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სისტემიდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ ხელშეკრულებები, პირადობის მოწმობები, ფინანსური ოპერაციების დოკუმენტები და სხვა სენსიტიური შინაარსის ფაილები მოიპარა. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სადაზღვევო კომპანია იმედი […]