აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატს, გონსალესს აღიარებს

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 1 აგვისტოს გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა, ვენესუელის საარჩევნო უწყებას უწევს მტკიცებულებების წარდგენა. ამ მტკიცებულებებითკომისიამ უნდა გაამყაროს თავისი გადაწყვეტილება, როცა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა გამარჯვებულად და კენჭისყრის ოფიციალური შედეგების დისკრედიტაცია მოახდინა. AP-ის ცნობით, აშშ-ის განცხადება მოჰყვა მრავალი სახელმწიფოს – მათ შორის მადუროს ახლო მოკავშირეების – მოწოდებებს […]

ბაიდენი: “ჰამასის” ლიდერის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, არ ეხმარება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ღაზაში მიმდინარე ისრალის ომში. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის ესკალაციის რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანში ჰანიეს მკვლელობამ, ისრაელის წინააღმდეგ შურისძიების მუქარა გამოიწვია. ჰანიეს სიკვდილი დაადასტურა „ჰამასმა“ და ირანის რევოლუციის […]

პარკირების ჯარიმებიდან მიღებული თანხა წლიურად 51%-ით, 19.4 მლნ-მდე გაიზარდა – IDFI

2023 წელს პარკირების ჯარიმების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია, თუმცა ჯარიმის თანხა წლიურ მაჩვენებელს 51%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3,135,618 ჯარიმა გამოწერა, რამაც თანხობრივად 54.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლიდან პარკირების წესების დარღვევისთვის […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – ახალი კურსი

ლარი დოლართან 0.58 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.21 თეთრით გაუფასურდა. 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7075 ლარია, ერთი ევროსი კი 2.9292 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.76 ლარი ღირს, 1 ევრო 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.72 ლარია, ევროსი კი 2.97 ლარი.

პაატა მანჯგალაძე – სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა, იზოლაციაში მოაქციოს საქართველო – ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი

ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება, რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში , – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა მისი თქმით, ყველაფერზე 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვებით უნდა უპასუხოს რეჟიმს. “აშშ-ის […]

ვისი გვეშინია, ბოკუჩავასი თუ ხაბეიშვილის? – დავითულიანი ოპოზიციასთან დებატებზე

“ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან დებატებს აზრი აქვს, ვისი გვეშინია, ბოკუჩავასი თუ ლევან ხაბეიშვილის? რომელთან დებატების გვეშინია? როდესაც საგანი კამათის და დებატის და შედეგი არავისთვის მნიშვნელოვანი არ არის და საერთოდ არ ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამსი, რაღაც ჭეშმარიტებამდე მივიდეთ და ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გავქვს, რომ ვერ მივალთ ჩვენ ერთამენთთან დებატის შედეგად რაღაც ჭეშმარიტებამდე, […]

სააკაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საფუძვლიანია. მან არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლის აცილებისა და […]

თბილისში 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა

თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 472 კვ/მ მიწის ნაკვეთი მთავრობამ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა. მთავრობის განკარგულება, რომლითაც საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთი გადაეცა, 31 ივლისით თარიღდება. როგორც განკარგულებაში წერია, საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და თბილისში, მარუაშვილის ქუჩა № 50-ში მდებარეობს.

რუსულმა დრონმა ხარკივის რეგიონში ავტობუსი დააზიანა, დაშავდა 6 ადამიანი

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონში რუსული დრონი პარასკევს გამთენიისას ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ექვსი მუშა დაშავდა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა. გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა თქვა, რომ ინციდენტი მოხდა ქალაქ დერჰაჩის მახლობლად, სასაზღვრო დასახლება ჰლიბოკედან, დაახლოებით 40 კილომეტრში. მაისში, ხარკივის რეგიონში რუსეთმა ფრონტის ახალი ხაზი გახსნა. უკრაინის სამხედროებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა […]

დემოკრატებმა კამალა ჰარისის ნომინირებისთვის კენჭისყრა დაიწყეს

ამერიკელმა დემოკრატებმა ხუთშაბათს კენჭისყრა დაიწყეს. ისინი პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას უჭერენ მხარს. 4 000-მდე დემოკრატი აქტივისტისა და პოლიტიკოსის ხელმოწერა მხარდაჭერის წერილს უკვე ჰქონდა. პარტიის 4-დღიანი ყრილობის, ე.წ. კონვენციის წინ, ეს ხუთდღიანი ელექტრონული კენჭისყრა იქნება. თავად ჰარისმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. შემდეგ კი იმ მნიშვნელოვან შტატებს ესტუმროს, სადაც შესაძლოა, არჩევნების […]