ხანგოშვილის მკვლელის „დეპორტაცია მარტივი გადაწყვეტილება არ იყო“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელორუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის მარტივი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის „დეპორტაცია.“ ფედერალური კანცლერის თქმით, სახელმწიფომ […]

დაბინძურებული წყალი სოფელ ყვიბისში – მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მოსახლეობა უწყლობას უჩივის და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ წყალი ბინძურდება და მისი გამოყენება სასმელად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ისინი წყალს წყაროებიდან ეზიდებიან. როგორც მოსახლეობა ყვება, წყლის სისტემა ყოველწლიურად კეთდება, თუმცა პრობლემა კვლავ გადასაჭრელია. წყარო: მთავარი არხი

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს. რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილის 2024 წლის 16 ივლისს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული კითხვის […]

პალესტინური მედიის ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას­ პალესტინური მედია ავრცელებს. პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისრაელმა ქალაქ ტულკარმის მახლობლად მოძრავ ავტომანქანას დაარტყა, რომლითაც ტულკარმის ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, ჰაიტემ ბალიდი გადაადგილდებოდა. სულ, თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.

“ნაპოლის” ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება

“ნაპოლი” “ბრაიტონის” 23 წლის ნახევარმცველს ბილი გილმურს დაიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sportitalia-ს ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს. წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” “თოლიებს” შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაუხდის. გილმურმა პროფესიონალური კარიერა “ჩელსიში” დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას 2017/2022 წლებში იცავდა. იმისთვის, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, “ნაპოლი” ორმა ნახევარმცველმა იენს კაიუსტემ და ჯანლუკა გაეტანომ […]

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის Do IT with the EU-ს ფარგლებში GITA რეგიონულ შეხვედრებს იწყებს

12 აგვისტოდან 21 აგვისტომდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Do IT with the EU ფარგლებში, იწყებს საინფორმაციო შეხვედრების სერიას საქართველოს 10 რეგიონში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებასა და ციფრული უნარების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოში განმარტავენ, რომ შეხვედრების მთავარი მიზანია ადგილობრივი IT სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის პროექტის […]

ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისთან დებატებზე თანახმაა

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე. ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე დაწერა, რომ დებატები 4 სექტემბერს გაიმართება. „წესები მსგავსი იქნება მძინარა ჯოსთან ჩემი წინა დებატებისა“, – დაწერა ტრამპმა და ასე მოიხსენია მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. Fox News-მა გასულ თვეს შესთავაზა ტრამპსა და ჰარისს დებატების […]

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს […]

როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ამას ჰქვია სახელმწიფო – პრეზიდენტი შოვის ტრაგედიის წლისთავზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შოვის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა სხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო“! – წერს პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე. „შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება“! – წერს იგი. შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა

საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა როსტოვის თავზე 36, კურსკის – 8, ბელგოროდის – 9, ორიოლის – 17, რიაზანის – 2, ვორონეჟის – 1, აზოვის ზღვის – 1 და […]