3 აგვისტოს ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე დაიბადა

1922 წლის 3 აგვისტოს, ყველა დროის ერთ – ერთი დიდი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე დაიბადა. ავთანდილ ღოღობერიძე, ბასა… დიდი ფეხბურთელი და არანაკლებ დიდი პიროვნება. თენგიზ ღოღობერიძე იხსენებს: „მეტსახელი ბასა ბავშვობიდანვე შეურქმევიათ მამაჩემისთვის. ეს სოხუმში მომხდარა. თურმე, მამას ბავშვობიდანვე უჭირდა „ზ“-ს გამოთქმა, ჰოდა, ერთხელაც თანატოლებთან მოხვედრილს რუსული აბრა წაუკითხავს, „ოვოშჩნაია ბაზა“ რომ ეწერა ზედ. წაუკითხავს და „ოვოშჩნაია […]

2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა დაასრულა ასპარეზობა

2 აგვისტოს ოლიმპიადაზე 5 ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და ხუთივემ დაასრულა გამოსვლა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ფრანგ ტედი რინერს შეხვდა და დამარცხდა. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო გურამ თუშიშვილმა ასპარეზობა რეპეშაჟში ვეღარ შეძლო. ძიუდოში ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. ინდივიდუალური ჩათვლა საქართველომ მე-4 ადგილზე დაასრულა. 3 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება და პირველად საქართველოს […]

naec.ge-მ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შაბათს, სამ აგვისტოს აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნებით. აბიტურიენტებისათვის შედეგების გასაგებად ინსტრუქცია ასეთია: · აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე – https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , · შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი · […]

ევროკავშირი და GITA საქართველოს რეგიონებში IT სექტორის განვითარებას აძლიერებენ

12 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, 2024 – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “Do IT with the EU” ფარგლებში, იწყებს საინფორმაციო შეხვედრების სერიას საქართველოს 10 რეგიონში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებასა და ციფრული უნარების გაძლიერებას ისახავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, […]

სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 2 აგვისტოს სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი […]

ნაყინის საწარმოები და სარეალიზაციო ობიექტები მოწმდება

სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. როგორც “კომერსანტს” უწყებიდან აცნობეს, უკვე განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი და კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა. “სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები. მიმდინარე წელს ნაყინის […]

“ევოლუშენი სრულად პარალიზებულია” – საპროტესტო აქცია დილის 6 საათიდან განახლდა

“ევოლუშენის” თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად, საპროტესტო – სოლიდარობის აქცია კომპანიის შენობასთან დღეს დილის 06:00 საათიდან განახლდა. BM.GE-სთან საუბარში გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის, “ევოლუშენი” სრულად პარალიზებულია და არ მუშაობს, თუმცა სოლიდარობის აქცია/პროტესტი კანონის ნორმებს არ სცდება. “სრულიად პარალიზებულია “ევოლუშენი”, არ მუშაობს. არავინ გადააბიჯა სოლიდარობის ჯაჭვში მყოფ დასაქმებულებს, თავიანთ თანამშრომლებს, თუმცა მენეჯერები აშინებენ დასაქმებულებს, ძალისმიერი მეთოდებით […]

სერგო ჩიხლაძე – 26 ოქტომბრამდე ვიქნებით ყველგან, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, დიდში თუ პატარაში და შევხვდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ტურნე გრძელდება. დღეს “ერთიანობის” ლიდერები კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, 26 ოქტომბრამდე ისინი ყველა ქალაქსა თუ სოფელს მოივლიან, შეხვდებიან ყველას და საბოლოოდ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მყისიერად დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. “ერთიანობის ტურნე გრძელდება, დღეს ვიქნებით კახეთში, თელავში. 26 ოქტომბრამდე ვიქნებით ყველგან, ყველა სოფელში, […]

დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა. „წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის ცნობით, დებატები პენსილვანიის შტატში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების […]

მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა

მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. „საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში, პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. სამხედრო მოსამსახურეებს რთული […]