შავდათუაშვილის ორი მარცხი – საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში იტალიასთან დამარცხდა

პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ. მოგება: ლიპარტელიანი, ბექაური, სულამანიძე მარცხი: შავდათუაშვილი (2-ჯერ), ასკილაშვილი, სომხიშვილი ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს […]
სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. […]
ბოლნისში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კაცი 1 წლითა და 2 თვით დააპატიმრეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა. ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, […]
ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო – პარტიების რეიტინგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში პარტიული შეწირულობების ნახევარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. ორგანიზაციამ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პოლიტიკური შეწირულობების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო; პარტიული შეწირულებების 50% ქართულმა ოცნებამ მიიღო – ეს 961 176 ლარია. მეორე ადგილზეა პარტია […]
ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ
ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რეალურად რა პოლიტიკურ ძალასთან აქვს საქმე და ვის არ უნდა მისცენ ხმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. „ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც […]
მადრიდის “ატლეტიკო” “სიტის” ალვარესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს სთავაზობს

მადრიდის “ატლეტიკო” “მანჩესტერ სიტის” ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას DSports Radio ავრცელებს. წყაროს ცნობით, ალვარესს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო “ქალაქელების” დატოვება სურს, თავის მხრივ, “სიტის” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას არგენტინელთან განშორება არ უნდა, თუმცა ფეხბურთელს წასვლაში ხელს არ შეუშლის. მორატას “ატლეტიკოდან” წასვლის შემდეგ, “როხიბლანკოს” არტიომ დოვბიკის დამატება სურდა, თუმცა უკრაინელმა […]
ანა ნაცვლიშვილი – სახელმწიფო შოვთან დაკავშირებით სიმართლეს არ ეძიებს, არ შეისწავლა და გამოიძია საქმე, პირიქით, დაკავებულია იმით, რომ დაგვარწმუნოს, თითქოს ამოდენა მსხვერპლი არავისი პასუხისმგებლობა არ არის

დღეს აქ უნდა იდგეს პრემიერ-მინისტრი და ანგარიშს აბარებდეს საზოგადოებას, რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ შოვის უმძიმესი მოვლენის შედეგად. მთავრობა უნდა გაბარებდეთ დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, რაში დახარჯეს ეს წელი, რა ნაბიჯები გადადგეს იმისათვის, რომ დღეს საქართველო აღჭურვილი იყოს პრევენციის/გაფრთხილების, კოორდინაციის და რეაგირების გამართული სისტემით, რათა, მსგავსი მოვლენის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ქვეყანამ შეძლოს თავიდან აიცილოს მასშტაბური ადამიანური […]
საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში არეულობა გრძელდება, პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა

დიდ ბრიტანეთში არეულობა გრძელდება, პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე დღეა რაც გრძელდება. სანდერლენდში, არეულობის კიდევ ერთ ღამეს, დემონსტრანტებთან დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი დაშავდა, ხოლო რვა ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და სულ მცირე, ერთ შენობასა და მანქანას ცეცხლი […]
დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა,
დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა ტყუილებზე აგებული […]
საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები

საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ დღეს უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები. პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ აქ სიტუაციას მიხედავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. „საერთოდ არ გამიკვირდება, აქ ჩართულები რომ იყვნენ დღეს უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები და არა მხოლოდ, ასევე ყოფილი […]