ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცება – ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა. სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ – კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც […]
კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში ასეთი მასშტაბის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთი კონკურსანტიდან ერთ-ერთმა, მანუჩარ კაკოჩაშვილმა მიმართა 22 ივლისს დილის 10:30-ზე და 3-4 საათისთვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების თაობაზე. ასეთი მასშტაბის პრეცედენტი […]
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მედიაში გავრცელებულ განცხადება ეხმაურებიან, სადაც ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა. “ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ბიოსამედიცინო, […]
ევოლუშენი: იძულებული ვიქნებით ხელშეკრულებები შევწყვიტოთ და შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში

“ევოლუშენ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ თუ თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება ხელშეკრულებები შეწყვიტოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროფკავშირების მიერ “ევოლუშენის” შენობის შესასვლელების ბლოკირება იმოქმედებს როგორც კომპანიაზე, ასევე მის მოქმედ თანამშრომლებზე, რომლებსაც მუშაობის გაგრძელება სურთ. “ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი […]
Evolution Georgia საქართველოში საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავს

Evolution Georgia, რომელიც თანამშრომლებთან შრომით დავაშია, საქართველოში საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავს – ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. კომპანია მიუთითებს, რომ თანამშრომელთა გაფიცვის და მათი კარების წინ კარვის გაშლის გამო, ოფისის შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის ოპერირება ამჟამად გაჩერებულია. კომპანია ვითარების გართულების შემთხვევაში საქართველოში ოპერირების გაგრძელების საკითხის გადახედვასაც არ გამორიცხავს და მიუთითებს, რომ ეს […]
შეჩერებული დახმარება და ანალიტიკოსების შეფასება

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დახმარება შეუჩერა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი გზავნილი ისაა, რომ ვაშინგტონმა „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის დახმარება ერთმანეთისგან გამიჯნა; გაგაცნობთ ქართველ სამხედროს, ვინც ამერიკისა და საქართველოს დროშები თალიბანისგან დაიცვა.
,, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება. „კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. […]
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გადადგა და ინდოეთში გაიქცა, მის ოფისზე იერიში მიიტანეს

ბანგლადეშში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა. როგორც გაზეთი Prothom alo წერს, ის სამხედრო შვეულმფრენით ინდოეთში გაიქცა. ქვეყნის სამთავრობო და სამხედრო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური და მისი და სამშვიდობოს გაიყვანეს. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ფოლკერ ტიურკმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ “საშინელი ძალადობა ბანგლადეშში უნდა შეწყდეს”. დედაქალაქ დაკაში პრემიერის ოფისზე […]
„არ ვფიქრობ, რომ 2025 წელს ინფლაცია მთავარი გამოწვევა იქნება“ – ოთარ ნადარაია

„რაც შეხება 2025 წელს, ეროვნულმა ბანკმა ცოტა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ინფლაცია მთავარი გამოწვევა იქნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფლაციაზე გავლენას ახდენს არა იმდენად დაკრედიტება და შიდა ფაქტორები, არამედ ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები. „დაკრედიტება და შიდა ფაქტორები […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ. „ტანას ხეობაში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტის ფარგლებში ბანაკში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება. […]