„ევოლუშენ ჯორჯია” – თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში

„ევოლუშენ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 1-ელი აგვისტოდან, „პროფკავშირმა“ მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, […]

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება. სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება. ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს. ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის […]

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და მხარს უჭერს პროექტს „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“. პროექტი საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვებგვერდის დამზადებას, მასში გადახდების სისტემების დანერგვას, პლატფორმის მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ჯამში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის, მეღვინეობის, […]

Geo Team: ბათუმის “დინამო” მამუჩაშვილმაც დატოვა

Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება. მამუჩაშვილი “დინამოს” ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს “საბურთალოდან” შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი – ეს მისი მონაგარია. […]

6 თვეში, საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა – ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა. შესაბამის სტატისტიკას „საქსტატი“ ავრცელებს. ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა. ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ციფრული არხები შექმნან. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და მხარს უჭერს პროექტს „უფასო ვებ-გვერდი […]

რომან გოცირიძე – თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს – მას სანქციები სანატრელი გაუხდება

თუ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს – მას სანქციები სანატრელი გაუხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა. გოცირიძის შეფასებით, ცივილიზებული სამყაროსთვის “ქართული ოცნების” ხელისუფლება კეთროვანი, მოკვეთილი ხელისუფლებაა. “სახელისუფლო გუნდი არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელიც მთელს მსოფლიოს სძულს – ეს არის ადამიანთა ხროვა, რომელთაც მეგობარი არა ჰყავთ! ეძებენ მეგობარს! […]

ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცება – ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა. სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ – კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც […]

კახა ოქრიაშვილი – ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ – ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, […]

პეტრე ცისკარიშვილი – ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი – წარმოუდგენელია, ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნებში რუსული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიას აუცილებლად დაფინანსება დაუბრუნდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის […]