ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს ან ხვალ დაასახელებს

შეერთებულ შტატებში მოელიან, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატიც არის, მომავალი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების კანდიდატს 6 აგვისტომდე გამოაცხადებს. ეს შესაძლოა დღეს, 5 აგვისტოს მოხდეს. სამშაბათიდან, ჰარისი დაიწყებს წინასაარჩევნო ტურს იმ 7 მნიშვნელოვან შტატში, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის ბედი გადაწყდება. შესაძლოა, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა სწორედ სამშაბათს გაამხილოს, პენსილვანიის […]
ვლადიმერ პუტინი – რუსეთის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. ეს არის შეიარაღებული ძალების სტაბილური ფუნქციონირება, მათი განვითარება, მათთვის თანამედროვე ტიპის ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ჩვენი ბიჭების მხარდაჭერა, რომლებიც ფრონტის ხაზზე, საბრძოლო შეტაკების ხაზზე თავიანთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს […]
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობა 2024 წელს გამორჩეულად აქტიურად მიმდინარეობს. ფონდის დამფუძნებელმა, კომპანია სილქნეტმა, ყოველწლიურად განსაზღვრული 300 000 ლარის შენატანის გარდა, ფონდს დამატებით 481 000 ლარი შესწირა. მიმდინარე წელს ფონდის ანგარიშზე 589,464.40 ლარი ირიცხებოდა, რომელიც თითქმის მთლიანად მოხმარდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს. განსაკუთრებით აღსანიშნია, ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ნაყოფიერი თანამშრომლობა, მძიმე და […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის“ ფარგლებში შედგა. „აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მუნიციპალურ დონეზე, ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები პირველად გაიმართა. ოფიციალურ დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციამ ქალაქ […]
უკრაინის დაზვერვა – რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მანადგურებელ-ბომბდამშენი განადგურდა […]
პეტრე ცისკარიშვილი – მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად

მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია. „მომდევნო ნაბიჯი, მგონია უნდა იყოს, […]
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ქიმიის ტესტის მაქსიმალური […]
ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცება – ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა. სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ – კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც […]
კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $270 მილიარდით შემცირდა

კრიპტოვალუტების ღირებულება მკვეთრად ეცემა. ინვესტორები რისკიან აქტივებს ყიდიან, რის შედეგადაც, CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაცია 24 საათის განმავლობაში 270 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ერთკვირიან შუალედში Bitcoin-ის ღირებულებამ 20%-ით, თითქმის $50,000-ამდე დაიკლო, რაც მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კიდევ უფრო მეტად, 30%-ითაა შემცირებული საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ether-ის ღირებულება და $2,200-თანაა ახლოს. კრიპტოვალუტების […]
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რომელიც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს. მგზავრთა მომსახურების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი თბილისისა და ბათუმის […]