სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „ინტერფაქსის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ფართო რეგიონული ომის საშიშროების ფონზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ თეირანში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ირანის პრეზიდენტი ორმხრივი საკითხების გარდა რეგიონული […]

IPI აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცენ სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვან საქართველოდან” – ნათქვამია განცხადებაში. 3 აგვისტოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი – შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება […]

ევოლუშენი: თუ ვითარება არ შეიცვლება, შევწყვეტთ ხელშეკრულებებს, შევზღუდავთ წარმომადგენლობას

ევოლუშენ ჯორჯია კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, “იძულებული” იქნებიან, განახორციელონ საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულებები და შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში. “ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს […]

„მომხმარებლებმა სადაზღვევო პაკეტებში რეაბილიტაციის დამატება უნდა მოითხოვონ“

კერძო სადაზღვევო კომპანიებს რეაბილიტაციის სერვისები გამონაკლისებში აქვთ. აუცილებელია, მომხმარებლების მხრიდან გაჟღერდეს შესაბამისი მოთხოვნა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანი, რათა პოლისის პრემიაზე გარკვეული თანხის დამატებით შეეძლოთ ისეთი პაკეტების შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში. ასეთი იდეით გამოდის პედიატრებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი, რომლებიც განმარტავენ, რომ გამოჯანმრთელება მხოლოდ მწვავე დაავადებების მედიკამენტოზურ თუ ქირურგიულ მკურნალობას არ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7059 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9608 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9292 ლარს შეადგენდა. […]

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე ვერც ამჯერად გაიყიდა

წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუცქიონზე ვერც ამჯერად გაიყიდა. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გვერდზეა განმარტებული, არცერთ შემთხვევაში აუქციონი არ შედგა, მიზეზი სანატორიუმების ყიდვით არავინ დაინტერესდა. მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 22 ივლისს […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7059 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9608 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9292 ლარს შეადგენდა. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს, 11:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი. ასევე, ელექტროენერგია შეუწყდებათ 12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი, ქსანი, ასევე, დუშეთის რაიონის სოფლებში მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ოძისი. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში […]

მასობრივი პროტესტის შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერი ქვეყნიდან გაიქცა

მასობრივი პროტესტის შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიხ ჰასინა დასთან ერთად ინდოეთში გაფრინდა. როგორც Reuters წერს, ჰასინას გაქცევის შემდეგ ათასობით ადამიანი პრემიერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრა. მოქალაქეების პრემიერმინისტრის გადადგომას აღნიშნავენ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ქუჩებში. პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ ბანგლადეშის არმიის მეთაურმა, გენერალმა ვაკერ-უზ-ზამანმა გამოაცხადა სატელევიზიო მიმართვისას და თქვა, რომ დროებითი მთავრობა […]

კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის დასანერგად განმეორებითი აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს. კომპანია მოელის, რომ ახალ აუქციონში უფრო მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას ვიდრე გასულ წელს. აუქციონების ფარგლებში 5G-ის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. აუქციონი ასევე, 800 და 2100 მეგაჰერცი სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების […]