დასავლეთის ქვეყნები თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ ლიბანი დატოვონ

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობებმა, მათმა დასავლელმა პარტნიორებმა და ასევე იორდანიამ, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს სასწრაფოდ დატოვონ ლიბანი. შაბათს, 3 აგვისტოს, ამერიკის საელჩომ ბეირუთში თანამოქალაქეებს ურჩია, ლიბანიდან “ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით” გავიდნენ. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მატულობს. მანამდე, პარასკევს საღამოს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იქ დამატებითი ძალები, სამხედრო გემები და გამანადგურებლები გააგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორისაა ბირთვული ავიამზიდი “აბრაამ […]

კიევის განცხადებით, მათ 24 რუსული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, მათ რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები (უპილოტო საფრენი აპარატები) ჩამოაგდეს დნიპროპეტროვსკის, ხარკივის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავას, სუმისა და ვინიცის რეგიონებში. დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა და დააზიანდა როგორც სახლები, ასევე ფერმის […]

ვოლკერ თურქი – ახლო აღმოსავლეთში მხარეებს მოვუწოდებ, სასწრაფოდ იმოქმედონ შექმნილი ძალიან სახიფათო ვითარების განსამუხტად

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს. „ღრმად ვარ შეშფოთებული ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის მზარდი რისკის გამო და ვთხოვ ყველა მხარეს, გავლენის მქონე სახელმწიფოებთან ერთად, სასწრაფოდ იმოქმედონ იმისათვის, რომ განმუხტონ შექმნილი ძალიან სახიფათო ვითარება,” – ნათქვამია ვოლკერ თურქის განცხადებაში.

უკრაინა აცხადებს, რომ სულ მცირე ერთი სუ-24 გაანადგურა მოროზოვსკის ბაზაზე თავდასხმისას

სულ მცირე, ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ამუნიციის საწყობი განადგურდა როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიშისას, განაცხადა 5 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემებით, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად გაანადგურეს სუ-24-ის ტიპის ბომბდამშენი“, – წერია დაზვერვის მსახურის ცნობაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა. სამმართველო დასძენს, რომ ორი სუ-24 დაზიანდა ამუნიციის საწყობის აფეთქების შედეგად. […]

როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ლუგარის ლაბორატორია – როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან?

როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ლუგარის ლაბორატორია – როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან? კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების […]

ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში “იბერია”, თუ “ბასაქშეჰირის” ბარიერს დაძლევს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ევროტურნირზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის “იბერიას” შესაძლო მეტოქე გაირკვა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილების თურქული “ბასაქშეჰირის” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ან ირლანდიულ “სენტ პატრიკ ატლეტიკსს” ან აზერბაიჯანული “საბაჰს” დაუპირისპირდებიან. ინფორმაციისთვის, “იბერია” “ბასაქეშჰირთან” პირველ მატჩს თბილისში 11 აგვისტოს, თურქეთში განმეორებითს კი 15 აგვისტოს გამართავს.

იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის ფარგლებში რეესტრი აამოქმედა

რუსული კანონის ფარგლებში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე დაემატა. „ამ ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება“, — წერია ვებ-გვერდზე და ყველა ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მიერ “რუსული კანონით” დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. მსურველებს […]

,,დაიკარგა ჩემი და” – ანა გიუნტერი დახმარებას ითხოვს

ტელეწამყვანი ანა გიუნტერი დის პოვნაში დახმარებას ითხოვს: ,,დაიკარგა ჩემი და….აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა .გავიდა ვეძისის ტერიყორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად .სახლში დატოვა ჩანთა,ფული ,პირადობა და შშმ შვილი.დამეხამარეთ🙏”

პიტერმა სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლოამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველოლოგს, ბრიტანული წარმოშობის ამერიკელ ისტორიკოს პიტერ სკინერს ეწვია. ბატონმა პიტერმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი პირადად არჩევდა და აგროვებდა. „ბატონმა პიტერმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა და ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობარმა ჩვენს ბიბლიოთეკას […]

Evolution Georgia საქართველოში საქმიანობის შეზღუდვას არ გამორიცხავს

Evolution Georgia, რომელიც თანამშრომლებთან შრომით დავაშია, საქართველოში საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავს – ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. კომპანია მიუთითებს, რომ თანამშრომელთა გაფიცვის და მათი კარების წინ კარვის გაშლის გამო, ოფისის შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის ოპერირება ამჟამად გაჩერებულია. კომპანია ვითარების გართულების შემთხვევაში საქართველოში ოპერირების გაგრძელების საკითხის გადახედვასაც არ გამორიცხავს და მიუთითებს, რომ ეს […]