მასობრივი პროტესტის შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერი ქვეყნიდან გაიქცა

მასობრივი პროტესტის შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიხ ჰასინა დასთან ერთად ინდოეთში გაფრინდა. როგორც Reuters წერს, ჰასინას გაქცევის შემდეგ ათასობით ადამიანი პრემიერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრა. მოქალაქეების პრემიერმინისტრის გადადგომას აღნიშნავენ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ქუჩებში.
პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ ბანგლადეშის არმიის მეთაურმა, გენერალმა ვაკერ-უზ-ზამანმა გამოაცხადა სატელევიზიო მიმართვისას და თქვა, რომ დროებითი მთავრობა შეიქმნება.
ბანგლადეში მასობრივმა პროტესტმა ივლისის დასაწყისში მოიცვა. პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სექტორში სამუშაო კვოტების აღდგენა გადაწყვიტა, რომელიც 2018 წელს სტუდენტური პროტესტის შემდეგ გააუქმა.
კვოტირების სისტემის მიხედვით, რომლის შემოღებასაც ბანგლადეშის ხელისუფლება გეგმავდა, სამთავრობო სამუშაოების 30% იმ ვეტერანთა ნათესავებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომში იბრძოდნენ.
დემონსტრაციების დროს, დაახლოებით, 250 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
კვოტირების სისტემის გაუქმების მოთხოვნით დაწყებულ პროტესტს შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა, რომელმაც იანვარში მეოთხე ვადით მოიგო ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული არჩევნები.
ფოტო: EPA-EFE/MONIRUL ALAM

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ