საქართველოში 6 თვეში 5985 ხანძარი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის I და II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა. „საქსტატი“-ის ინფორმაციით, ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა. ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2023 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 137 შეადგინა. დაღუპულთა […]

ოჯახის ცნობით, ბრალს უყენებენ ვიტალი გუგუჩიას, “ფორთოხლის გამყიდველს” ქიქოძის ქუჩიდან

ვიტალი გუგუჩია, “ფორთოხლის გამყიდველი ქიქოძის ქუჩიდან“, სამთავრობო პროპაგანდისტული „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვიტალი გუგუჩიას ცოლმა მირანდა ჯობავამ გაავრცელა. „ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს, გაგვანადგუროს?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ! იმ […]

მიხეილ სააკაშვილი – კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – მე ამას აღვიქვამ სისუტისა და აგონიის ნიშნად

ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილების,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, დიქტატურის ხელისუფლება აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ ის ტყვეობაშია. „ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით […]

თეირანი აცხადებს, რომ აქვს ისრაელის დასჯის უფლება, მაგრამ სურს აიცილოს ფართომასშტაბიანი ომი

ირანი აცხადებს, რომ ისრაელის დასჯა თავიდან აგვაცილებს შემდგომ არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არ სურს უფრო დაძაბოს ვითარება, რომელიც ისედაც მწვავეა ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) პოლიტიკური მეთაურის, ისმაილ ჰანიეს თეირანში მოკვლის შემდეგ. შიში, რომ ღაზის სექტორში ომი შეიძლება უფრო ფართო რეგიონულ ომში გადაიზარდოს, გაძლიერდა, რადგან ირანმა და მისი24ბ6ჰ მოკავშირე ლიბანის ჰეზბოლამ, რომელსაც […]

ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ

ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის , – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ იმ შესაძლებლობების გამო, რაც თქვენ გასულ წელს აჩვენეთ. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, – განაცხადა იოავ გალანტმა. ისრაელის […]

ბრიტანეთის ქალაქებში მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ქვეყნის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა

ბრიტანეთის ქალაქებში მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ქვეყნის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ივეტ კოპერი აქციებში მონაწილე მოქალაქეებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისმგებლობით დაემუქრა. „ვნახეთ კრიმინალური ძალადობისა და ყაჩაღობის სამარცხვინო სცენები ჩვენს ზოგიერთ ქალაქში. არ არსებობს ასეთი სახის საქციელის გამართლება; პოლიციელებისთვის აგურის სროლა, მეჩეთებზე თავდასხმა, მაღაზიების ძარცვა – ეს იყო აბსოლუტური სამარცხვინო, […]

უკრაინა: მოროზოვსკის ოლქში რუსული სუ-34 და საბრძოლო მასალა გავანადგურეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ 3 აგვისტოს რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე მიტანილი იერიშით თვითმფრინავი „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურა. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, კიდევ ორი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ნამსხვრევებით დაზიანდა. 2-3 აგვისტოს ღამით უკრაინამ განაცხადა, რომ იერიში მიიტანა „მოროზოვსკის“ აეროდრომსა და ნავთობბაზაზე როსტოვის ოლქში. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ იერიში 55 დრონით განახორციელა. კამენსკის რაიონში დრონებმა საწვავის კონტეინერები […]

ბაიდენი და ბლინკენი პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის განმუხტვაზე ესაუბრებიან

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ორშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. ის იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც შეხვდება. კვლავ არსებობს რისკი, რომ რეგიონში დაძაბულობა, შესაძლოა, გამწვავდეს, კონფლიქტი გაფართოვდეს და მასში ირანიც ჩაერთოს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ორშაბათს გამართული ბრიფინგისას თქვა, რომ ირანს არ სურს რეგიონში დაძაბულობის გაძლიერება, მაგრამ უფლება აქვს დასაჯოს ისრაელი […]

უკრაინამ F-16-ების გამოყენება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ “ნანტრი” F-16-ები უკრაინაშია და მისი გამოყენება უკრაინელმა მფრინავებმა უკვე დაიწყეს. ვოლოდიმირ ზელენსკი, დღესვე, აეროდრომზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა მფრინავებს, რომლებიც F-16-ებს მართავენ. “F-16-ები უკრაინაშია. ჩვენ ეს შევძელით. მე ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, რომლებიც მართავენ ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მის ფონზე კი […]

ეროვნული ბანკი – ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა, ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის […]