,, სალომე ზურაბიშვილზე დიდი მოღალატე “ქართული ოცნების” ამომრჩეველს არასდროს ჰყოლია!” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი: ,,კი, იყვნენ კოლექტიური გუბაზ სანიკიძეები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილზე დიდი მოღალატე “ქართული ოცნების” ამომრჩეველს არასდროს ჰყოლია! ეს დიდი შეცდომა – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, ღირსეულად უნდა ჩამოვირეცხოთ!”
,,რომელი სახელმწიფოს ჭკუათმყოფელი მთავრობა მისცემს ფულს სხვა სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მას მტრად აცხადებს ?!“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია: ,,რომელი სახელმწიფოს ჭკუათმყოფელი მთავრობა მისცემს ფულს სხვა სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მას მტრად აცხადებს ?! დასავლეთი საქართველოს მთავრობას სტრატეგიული კომუნიკაციისთვის აძლევდა ფულს. ამ ფულით რეჟიმმა ანტიდასავლური პროპაგანდა გააჩაღა და მთავრობის ადმინისტრაცია ტროლობაში გამოჭირა მეტამ. დასავლური ფულით დასავლეთს ებრძოდა და რუსულ საქმეს აკეთებდა; რომელი ნორმალური სახელმწიფო მისცემს ფულს იმ მთავრობას, რომელიც თავისი პროპაგანდისტული გაზეთითა […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენის მხრიდან არავის ვაიძულებთ ფული საქართველოში დახარჯონ, ყველა საკუთარი ნებით არის! თუ ვინმეს სურს თანამშრომლობა – სურს თანამშრომლობა, ხოლო თუ არ სურს – არ სურს, იქნება ეს პარლამენტი თუ სხვა დაწესებულება

საქართველოს პარლამენტმა „გამჭვირვალობის კანონი“ ქართველი ხალხის ნებით მიიღო! – პარლამენტი ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით მოქმედებს და მის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება – კანონებსაც ვიღებთ და როცა საჭიროა, პარლამენტში ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვახორციელებთ! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, უცხოური დონორი ორგანიზაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო აჩერებენ თუ არა თანამშრომლობას პარლამენტთან. […]
თბილისში აფხაზეთიდან დევნილებს ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

თბილისში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დასაქმების ხელშეწყობის, სამეწარმო საქმიანობის განვითარების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკა-დანადგარები, მინი-ტრაქტორები და პროფესიულ-ტექნიკური ინვენტარი გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კონკურსის წესით შერჩეულ აფხაზეთიდან დევნილ, 31 აქტიურ მეწარმეს ტექნიკა-დანადგარები […]
9 აგვისტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 აგვისტოს 06:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. „შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს 06:00 საათიდან […]
ვაკეში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, გზა ჩაინგრა

თბილისში, ვაკის რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რაზმაძისა და ტაბიძის ქუჩებს შორის იგეგმება. ეს ორი ქუჩა ერთმანეთისგან ტერასებით არის გამოყოფილი. კორპუსს ამხანაგობა „რაზმაძე 54-56“ აშენებს, რომელიც ამავე სახელწოდების ქუჩაზე მაცხოვრებლებმა შექმნეს. კორპუსის აშენებამდე რაზმაძის ქუჩის 54 და 56 ნომრებში კერძო სახლები იყო. ახლა იქ 11-სათულიანი შენობა შენდება, საიდანაც მიწაში არსებული […]
ამერიკელმა მოსამართლემ უკანონოდ ცნო ონლაინ ძიებაში Google-ის მონოპოლია

შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ი ბოროტად იყენებდა მონოპოლიურ პოზიციას ონლაინ ძიების სფეროში, იუწყება The New York Times-ი. მოსამართლის თქმით, Google-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Apple-ი და Samsung-ი, რათა Google-ის საძიებო სისტემა წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია ყოფილიყო მათი პროდუქტებისთვის. ეს გადასახადები, რომლებიც 26 მილიარდ დოლარს აღწევს, კონკურენტებს ხელს […]
საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა

რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი – საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა. საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ხდებოდა, შეჩერებულია. არადა, ამ პროექტს საქართველოში შტატები 15 წლის განმავლობაში აფინანსებდა. „პირველებს” ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. „ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან,” – უთხრეს “პირველებს” […]
მერიაში ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულას ქუჩაზე, სადაც კორპუსი შენდებოდა, ბზარები გაჩნდა და სამუშაოები შეჩერებულია. უწყებაში ამბობენ, რომ დამკვეთს დამატებითი კვლევების წარდგენა დაევალა. „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის […]
თინა ბოკუჩავა – უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს

უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს. ივანიშვილი ქართველ ხალხს აღარიბებს და საერთაშორისო ინვესტიციებს გვაკარგვინებს. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, USAID-ის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. […]