რუსეთში ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევს დაუსწრებლად მიუსაჯეს შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ ცნეს რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში. ამის შესახებ იტყობინება პროექტი „სეტევიე სვობოდი“. საქმის აღძვრის საბაბი, ისევე როგორც მრავალ მსგავს შემთხვევაში, იყო პოსტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შესახებ. პროკურატურა ჟურნალისტისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლომ […]
სასამართლომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება გუგუჩიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების […]
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა – საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. „2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის […]
,,ავი ენები ამბობენ, სააკაშვილს შეწყალების მაგრად ეშინიაო“ – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი: ,,ავი ენები ამბობენ, სააკაშვილს შეწყალების მაგრად ეშინიაო. ამ შემთხვევაში, სამოთახიანი ვივამადიდან – წინასწარი პატიმრობის საკანში ავტომატურად გადაიყვანენ…”
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99% მოიპოვა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის დასრულების შემდეგ განაცხადა. კამალა ჰარისი იყო ერთადერთი კანდიდატი ელექტრონულ კენჭისყრაში. ახლა მისი კანდიდატურა ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. ყრილობა 19 აგვისტოს დაიწყება. დაახლოებით 4 500 დელეგატმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე […]
თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეთ, დარწმუნებული ვარ, ისინი დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეთ, რაც მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე დგას, დარწმუნებული ვარ, ისინი დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. მისი თქმით, დემოკრატიის ფესტივალზე მოსაწვევები სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსაც გაეგზავნათ, თუმცა მათ ფესტივალში მონაწილეობის მიღებისგან […]
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

თბილისის მერი კახა კალაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ მილანში გაემგზავრა. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.
შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს არის ძალიან პრინციპული და ამავე დროს მარტივი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკის წყალობით, საქართველო მშვიდობის კუნძულია მთლიანად რეგიონში

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ომის მანიფესტი, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ძალაუფლება ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ჩაიგდოს, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ქვეყანას ომში შეათრევენ, ხოლო მეორე არჩევანი არის მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს […]
თბილისის მერია ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში გაჩენილი ბზარების შესახებ

თბილისის მერია ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში გაჩენილი ბზარების შესახებ. “საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს. კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და […]
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ აბუბაქარ ხასლახანაუსთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ ხასლახანაუ ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს. ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან […]