შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე – დანიის საელჩოს მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი – როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში

სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე. დანიის საელჩოს მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი – როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “დემოკრატიის ფესტივალი”, რომელსაც დანიის საელჩო აფინანსებს, ცალსახად საარჩევნო პროცესის დარღვევაა. „იმ ავტორიტარიზმის ფესტივალზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ეს […]
შალვა პაპუაშვილი – მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი, პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ რეგისტრაცია არ გაიარონ და თუ დაფინანსებას გამჭვირვალეს გახდიან, ეუბნებიან, რომ დაფინანსებას ჩაუხსნიან

სამწუხაროდ, მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი, პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ რეგისტრაცია არ გაიარონ და იმ შემთხვევაში, თუკი, ისინი თავიანთ დაფინანსებას გამჭვირვალეს გახდიან, ეუბნებიან, რომ დაფინანსებას ჩაუხსნიან, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა გამოჩნდება ის ფაქტი, თუ რა ღირებულებებით მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „მე მგონი, ეს […]
1992-93 აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, საქართველო (ICRC) – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით განხორციელდა 1992-93წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტის მოძიება, ამოცნობა და ოჯახებისთვის გადაცემა. მათივე ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 […]
6 აგვისტოს მსახიობი, რეჟისორი აკაკი ვასაძე დაიბადა

1899 წლის 6 აგვისტოს, ქუთაისში, მსახიობი, რეჟისორი აკაკი ვასაძე დაიბადა. მან სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში დაიწყო; მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში; იყო ამავე თეატრისა და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. “სცენაზე პირველი ნამდვილი გამარჯვება ვიგემე ოცდაერთი წლისამ, 1920 წელს, აბესალო […]
,,ისტორიას, რომ გადავხედოთ… რათა, რათა, რათა?” – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე: ,,ისტორიას, რომ გადავხედოთ… ააყირავეს ცარისტული რუსეთი და გაიჩალიჩეს სსრკ. ააყირავეს სსრკ და გაიჩალიჩეს პუტინის რუსეთი. ააყირავეს შაჰი და გაიჩალიჩეს აიათოლების ირანი. სსრკ-ს საპირწონედ შეუქმნეს ჩინეთი, დაძეძგეს ინვესტიციებით და გაიჩალიჩეს სტრატეგიული მოწინააღმდეგე. ავღანეთზე, ერაყზე, ლიბიაზე და სხვა წვრილმან იაღლიშებზე აღარაფერს ვამბობ. რათა, რათა, რათა ?”
ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე – თინა ბოკუჩავა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, – ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშილის გუშინდელ პრესკონფერენციას. თინა ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის საკითხის ნიველირება, ქვეყნის წინაშე მესამე პრეზიდენტის დამსახურებას არ აკნინებს. საქმე ეხება სასამართლოს მიერ უკვე დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას: „მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ […]
„ტოლი ნახოს, რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო“ – ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტზე

,,ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის პრესკონფერენციას ეხმაურება: „სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო… თურმე მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ტანის და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი „პიჯაკების საქმე“ ყოფილა. ვინ მისცა […]
ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დასავლეთ გალილეაში მდებარე არაბულ ქალაქ მაზრააში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე […]
ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

ქობულეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა მიმართეს. „ბანაკის მონაწილეებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან […]
ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, აბუბაქარ ხასლახანაუსთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში თუ ხასლახანაუ ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს. ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი […]