აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. აღინიშნება, რომ 16 წლის წინ ამ დღეს, რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. „დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას ახვევს თავს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი. როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტების ველშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა. 23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 2024 წლის 9 ნოემბრამდე. პარლამენტმა ასევე საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა. უკრაინის რადაში საომარი […]

სალომე ზურაბიშვილი: „არასდროს შევეჩვევით ოკუპაციას“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში ჩავიდა და 2008 წლის აგვისტოს მუზეუმს ესტუმრა. „ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ასეთი მუზეუმი გაკეთდა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა. „ეს არის […]

ბლინკენი: რუსეთი საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას აგრძელებს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. “დღეს შესრულდა 16 წელს მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა სუვერენულ საქართველოში და ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, ვინც დაშავდა ან იძულებითაა გადაადგილებული რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის გამო. ამ დღემდე, […]

თბილისში, წმ. ნიკოლოზისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე მდებარე სახელმწიფო ქონება ვერ გაიყიდა

თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე 6 650 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი […]

Neoprint-მა საკონდიტრო ნაწარმისთვის მუყაოს პროდუქციის წარმოება დაიწყო

ქაღალდის ნარჩენების გადამუშავებით მიღებული პროდუქცია, რომელმაც იმპორტირებული ნედლეული უნდა ჩაანაცვლოს – ასეთია წეროვანში მდებარე საწარმოს მთავარი გეგმა, რომელიც აქამდე მხოლოდ ქაღალდს აწარმოებდა, თუმცა ივნისიდან ბაზარს შესაფუთ მასალებსა და სხვადასხვა სახის მუყაოს პროდუქციას სთავაზობს. შპს Neoprint-ის დამფუძნებელი არჩილ თვარაძე “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ქაღალდზე დიდი მოთხოვნაა და რეალიზაციაც სრულად ხდება, თუმცა დაბალი ფასის გამო გადაწყვიტეს მომხმარებელს […]

დასავლეთ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელები უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე აღმოსავლეთში – TBC Capital

აღმოსავლეთ საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების გავრცელება და მათი წილი სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში – ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა. მიმოხილვის თანახმად, თბილისში ქსელური სუპერმარკეტების წილი სექტორის მთლიან გაყიდვებში 57%-ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოში ის 39%-ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%. TBC Capital-ის თანახმად, მთლიანად ეროვნული მასშტაბით გაყიდვების მოცულობით სექტორის […]

“ნაპოლის” სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს

“კრასნოდარის” 24 წლის ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ რამდენიმე ევროპულ კლუბს და მათ შორის “ნაპოლის” შესთავაზა, – იტყობინება Metaratings-ი. გამოცემის მტკიცებით, “ნაპოლი” სპერციანის შესაძენად მზად იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ. ამჟამად სპერციანის თაობაზე “კრასნოდარს” არცერთი შეთავაზება არ აქვს და როგორც მინიმუმ ზამთრამდე გუნდში დარჩება. ის “კრასნოდარისა” და სომხეთის ნაკრების კაპიტანია, გასულ […]

„პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამათავისუფლეს“ – პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი

პროფესიული უნარების სააგენტოს აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, სტუდენტური სერვისების სპეციალისტი, კლეოპატრა ქარუმაშვილი, სააგენტოდან მისი გათავისუფლების შესახებ ჰყვება, რასაც პოლიტიკურ მოტივსა და ხელისუფლებისთვის მიუღებელი კრიტიკული პოზიციების ქონას, ასევე სხვათა კრიტიკული ტექსტების მოწონებას უკავშირებს. ამის შესახებ კლეოპატრა ქარუმაშვილმა სოციალური ქსელში პირად გვერდზე დაწერა. „ერთი თვის წინ პროფესიული უნარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა თავს უფლება მისცა და […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია რუსული კანონით მოთხოვნილ პირად ინფორმაციაზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ირწმუნება, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა “შინაარსობრივი თვალსაზრისით”, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ნეტგაზეთის კითხვის პასუხად გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ საფინანსო დეკლარაციის ერთ-ერთი დანართის შენიშვნებში, რომელიც ნაღდი და უნაღდო ფორმით გაწეული ხარჯების მიზნობრიობის […]