რუსეთის პროკურატურამ აშშ-ის მოქალაქისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

რუსეთის პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქსენია კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მას ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში. კარელინა 2022 წლის იანვარში ეკატერინბურგში დააკავეს. პირველად ის 14 დღის განმავლობაში დააპატიმრეს, წვრილმანი ხულიგნობისთვის. მაგრამ მას სპეციალური დაკავების ცენტრი არ დაუტოვებია, რადგან 7 თებერვალს კარელინა უკვე დააკავეს სახელმწიფო ღალატის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. […]
რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა შემოდგომიდან ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ – Reuters

დასავლეთის სანქციების მოქმედებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო, შემოდგომიდან რუსეთი და ჩინეთი ორმხრივ ვაჭრობაში შესაძლოა ბარტერზე გადავიდნენ. ამის შესახებ “როიტერი” სავაჭრო და ფინანსური მომსახურების სფეროს სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, შესაძლოა პირველი იყოს შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. მსხვილი რუსული ბანკის ანონიმი უფროსი მენეჯერი დეტალების დაზუსტების გარეშე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარტერული […]
“შენ დადე პირობა, მაგრამ სდუმხარ” – მოქალაქე ყოფილ პრემიერს

ყოფილ პრემიერ–მინისტრი, ამჟამად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე, სოცილურ ქსელში, მოქალაქეები მას ეკითხებიან, თუ კითხვები ჰქონდა 2012 წლის აგვისტოს ომზე, რატომ არ გამოიძია, როცა თავად ორჯერ იყო პრემიერი და ერთხელაც შს მინისტრი. ასევე, კითხვებია დავით გარეჯზეც: “დავით გარეჯზე რა ხდება… შენ დადე პირობა, მაგრამ დუმხარ, როცა გაწყობთ მაშინ რომ წევთ… ქოცები ნაცები ყველა დასაჭერია […]
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ, ხოლო შიმშილობის დაწყების თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ. მათივე განცხადებით, გაფიცულები შიმშილობას შეწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოთქვამს მზაობას, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც გაფიცულებს აწუხებს და, ამასთან, დაიწყებს მოლაპარაკებებს. “ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმატი […]
თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა […]
„საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“

„საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა. ცნობისათვის, 2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ მწვანილის იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი შეამცირა. როგორც EastFruit-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მწვანილის იმპორტი ღირებულებით ნაწილში 55,3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით – 38.5%-ით […]
წინასწარი რეგულირების გარეშე ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო არ შეიცვლება – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა და დაადგინა, რომ კომპანიას აღნიშნულ ბაზარზე როგორც აბონენტებით, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია. ComCom-მა გადაწყვეტილება ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია […]
„აშშ-სთან ასეთი კავშირის გაწყვეტა ღალატია“ – პრეზიდენტი ლუგარისთვის დახმარების შეჩერებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებას. ვაშინგტონში ამბობენ, რომ სხვადასხვა დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო მიიღეს. „ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ […]
„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენს“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ. „რამდენჯერმე შევცვალეთ პროტესტის ფორმა. ბოლოს იყო სოლიდარობის ჯაჭვი – თავიდან წარმატებულად მუშაობდა, მაგრამ შემდგომ გაუფიცავი და გაფიცული დასაქმებულის დაპირისპირება მოახერხა რაღაც დონეზე. აქედან გამომდინარე, ვცვლით ფორმას და ვაანონსებთ შიმშილობას. ადგილი იქნება მექანიზაციის ქუჩაზე, ევოლუშენთან. დროის შესახებ წინასწარ გაცნობებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა. გაფიცულები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და […]
“რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს” – რომელაშვილი

“მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს” – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმების, გია და გელა რომელაშვილების მამამ განაცხადა. მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს. ერთადერთი ამ ხელისუფლების რაც არ მომწონს რუსეთთან, იმიტომ რომ ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი არიან არა […]