2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა – რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულებისთვის საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა – რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულებისთვის საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ […]
ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო

8 აგვისტოდან ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო. ახლა საზღვრის გადაკვეთისას ყველა პირი, ისევე როგორც ყველა საქონელი, შემოწმებას ექვემდებარება. მანამდე შემოწმება შერჩევით ხდებოდა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, სრული საბაჟო კონტროლი ინერგება ესტონეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირების თავიდან აცილების მიზნით. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ განმარტა, რომ ასეთ საქონელს შორის არის “ბევრი საეჭვო […]
ზურაბიშვილმა „ქვეყნის პირდაპირი ღალატი“ უწოდა მთავრობის ქმედებებს, რამაც გამოიწვია NCDC-ის დაფინანსების შეჩერება

ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისთვის (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსების შეჩერებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, „ქვეყნის პირდაპირი ღალატი“ უწოდა. „ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და […]
მთავრობამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაარქვა

მთავრობამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაარქვა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დაყრდნობით, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს, გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს მეფისქალაქი”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაში წერია. უნდა აღინიშნოს, რომ კასპი მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს ისტორიული წყაროების მიხედვით მეფის ქალაქს უწოდებდნენ.
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად სამთავრობო კომისია იმუშავებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მთავრობის განკარგულებით, კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და სპორტის […]
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს. “რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, – წერს ბელოუსოვი. მისი თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო […]
“იბერია 1999”-მა “ბაშაქშეჰირთან” თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ სახლში „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 დამარცხდა. თამაში თანაბარი იყო, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი პირველ ტაიმში სტუმართა პოლონელ თავდამსხმელ პიონტეკს ჰქონდა, რომელსაც გატანა მეკარე მაკარიძემ არ დაანება. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას

რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების ფონზე გაკეთდა. “დღეს მთავარსარდალი სირსკის უკვე სამი ანგარიში იყო – ანგარიშები შედეგიანია. სწორედ ისეთები, როგორიც ახლა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების […]
“ამოწყვეტილი მენახოს პუტინი და მისი მიმდევრები, იქაც და აქაც”; “ვინ შეიწირა ეგ ხალხი? ჩიტმა? “; “მაგ ომის დროს მთავარსარდლის გვერდით იდექით” – ხალხი მერს

“ამოწყვეტილი მენახოს პუტინი და მისი მიმდევრები, იქაც და აქაც”; “ვინ შეიწირა ეგ ხალხი? ჩიტმა? “; “მაგ ომის დროს მთავარსარდლის გვერდით იდექით” – ხალხი მერს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წერილს, სადაც მან მოახერხა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისე ისაუბრა, რომ რუსეთი ერთხელაც არ ახსენა, სადაც წერს, რომ ჯარისკაცები და მოქალაქეები “ომს შეეწირენ”, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, […]
ComCom-მა „ალტ-ინფო“ გააფრთხილა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ წერილობით გააფრთხილა. განცხადებაში, რომელიც კომისიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება. „კერძოდ, „ალტ-ინფოს“ ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული […]