„ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ

პროტესტის 28-ე დღეს „ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები გაფიცვის ფორმატს ცვლიან. ისინი უარს ამბობენ „სოლიდარობის ჯაჭვის“ აქციაზე, რაც „ევოლუშენის“ შენობის შესასვლელების პიკეტირებას გულისხმობს. გაფიცვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, „ევოლუშენის“ თანამშრომლები შიმშილობას აანონსებენ. ამის შესახებ 8 აგვისტოს კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გაფიცულები შიმშილობას და რამდენი მათგანი შეუერთდება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. […]
ზურაბიშვილი ლუგარზე: ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა ქვეყნის ღალატია

ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის […]
პრეზიდენტი – ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით – ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს

ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს – მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს […]
„ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ, ხოლო შიმშილობის დაწყების თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ. მათივე განცხადებით, გაფიცულები შიმშილობას შეწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოთქვამს მზაობას, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც გაფიცულებს აწუხებს და, ამასთან, დაიწყებს მოლაპარაკებებს. “ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმატი […]
პუტინმა 312-ლარიანი დახმარება გამოუყო მათ, ვისაც კურსკის ოლქის დატოვება მოუწიათ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებსაც სახლების დატოვება სამხედრო მოქმედებების გამო მოუწიათ, მთავრობა 10 000 რუბლს გადაუხდის – ეს 300 ლარზე ცოტათი მეტია. ამ ფულადი კომპენსაციის იდეის მხარდაჭერა პუტინს კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა სთხოვა. პუტინმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე პრემიერ მიხაილ მიშუშტინს სულ ახლახან ესაუბრა. „ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება 10 […]
რომელ ტელეფონებში გაითიშება WhatsApp-ი?

WhatsApp, მალე შეწყვეტს Android-სა და iOS-ზე დაფუძნებული ძველი გაჯეტების მხარდაჭერას. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში სხვადასხვა ბრენდის 35-ზე მეტი მოდელი შედის. მათ შორის არის Samsung, Apple, Motorola, Sony, LG და Huawei. შემდეგი მოწყობილობების მფლობელებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე შექმნან ჩათის ისტორიის სარეზერვო ასლი, რათა თავიდან აიცილონ მონაცემების შესაძლო დაკარგვა. ასეთი მოდელებია: „სამსუნგი“ – Samsung Galaxy Ace Plus, […]
ქვეყნის ღალატი, თუ სპეკულაცია? – რაში ადანაშაულებს ივანიშვილის გუნდს რაქვიაშვილი

„გირჩის“ დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი “ოცნების“ განცხადებას ეხმაურება და ამბობს: პრინციპის დონეზეც არ მესმის, რა უნდა გამოვიძიოთ – ჩვენმა ქვეყანამ ომი საკუთარ ქვეყანაში დაიწყო?! ეს ხომ აბსურდია! „ქართულ ოცნებას” არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს, ან ადრე გამოეძიებინა – მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად […]
ComCom-მა „ალტ ინფო“ დაასანქცირა – დეტალები

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება. კერძოდ, „ალტ ინფოს“, ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ […]
რუსეთში გაკოტრებული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა წლის პირველ ნახევარში 12%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთში გაკოტრებულად გამოცხადებული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 779-ს მიაღწია. forbes.ru-ს ინფორმაციით, 12%-ით გაიზარდა იმ ორგანიზაციების რაოდენობაც, რომელთა მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო და 1800-ს მიაღწია. Sherpa Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრა გალაკტიონოვას თქმით, სამშენებლო ინდუსტრიის კომპანიებისთვის, რომლებიც 2024 წელს გადახდისუუნაროდ გამოცხადდნენ, ეს პროცედურა შეიძლება დაწყებულიყო […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]