“რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს” – რომელაშვილი

“მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს” – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმების, გია და გელა რომელაშვილების მამამ განაცხადა.
მე ერთი ვიცი, რომ რუსები ბომბავდნენ ცხინვალს და აბრალებდნენ ქართველებს. ერთადერთი ამ ხელისუფლების რაც არ მომწონს რუსეთთან, იმიტომ რომ ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი არიან არა მარტო ჩემი მტრები, პირადად, არამედ ჩვენი საქართველოს მტრები“, – უთხრა “პირველებს“ რომელაშვილმა.
დღეს მან ასევე განაცხადა: “რაც არ მომწონს ამ პოლიტიკის, რუსეთთან დაახლოებაა” და შვილებზე საუბრისას, თქვა:
ჩემი შვილები გორის საჯავშნო ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი იყვნენ ტანკისტები. გია იყო ოცმეთაური. 7-ში შევიდნენ ცხინვალი, მოხდა ბრძოლები და იქ დაიღუპნენ. გვამები არც არსებობს. რაც არ მომწონს ამ პოლიტიკის, არის რუსეთთან დაახლოება. ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი არიან მტრები, არა მხოლოდ ჩემი მტერი, არამედ მთელი საქართველოს მტერი”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე