რუსეთი გერმანიას დაემუქრა

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გერმანიას ემუქრება, რომ რუსული ტანკები შესაძლოა ბერლინის ცენტრში რაიხსტაგთან “გამოჩნდნენ”. ამის შესახებ მედვედევმა Х-ზე დაწერა. “გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად აცხადებს გერმანული ტანკების რუსეთის მიწაზე დაბრუნების შესახებ, საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ.”- წერს მედვედევი. რესპუბლიკის მოედანი (Platz […]
ესპანური გამოცემა: „ვალენსიამ” მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებები უარყო

„ვალენსიამ” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უარყო – ამტკიცებს ესპანური გამოცემა Fichajes-ი. „საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის” ეკონომიკური მდგომარეობა სატრანსფერო ბაზარზე მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტი ფინანსური მდგრადობის მიღწევა და კონკურენტუნარიანი გუნდის შენარჩუნებაა. კორონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და დიდი ვალისა, […]
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა

ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ასობით მშვიდობიანი მოქალაქის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით, რომლებიც სკოლას თავს აფარებდნენ, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“, – ნათქვამია განცხადებაში. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს“. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, […]
ფრე დიუსელდორფში – ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა

მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში “კარლსრუე” გასვლაზე “ფორტუნას” დაუზავდა – 0:0. პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო და ყველაზე რეალური მომენტი ვანიტცეკს ჰქონდა, მაგრამ მან საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. შესვენების შემდეგ ორივე გუნდი გააქტიურდა, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა „კარლსრუეს“ თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს მიეცა, რომელმაც წინა მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი […]
ეს რა იყო? – ჩაკვეტაძის ფანტასტიური გასროლა “მილუოლის” წინააღმდეგ [VIDEO]

ჩემპიონშიპის პირველ ტურში “უოტფორდი” “მილუოლს” უპირისპირდება და მე-60 წუთისთვის სტუმრები 2:0 იგებენ. “უოტფორდიდან” 55-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა, გთავაზობთ ვიდეოს.
ეროვნული ლიგა. XX ტური. “სამტრედია” – “კოლხეთი” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეოცე ტურში “სამტრედია” “კოლხეთს” მასპინძლობს.
ვიდეოს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში შევიდნენ

უკრაინული ტელეგრამის არხები შაბათს დილიდან ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი უკრაინისა და საქართველოს დროშებით პოზირებს. ვიდეოში გადაღებული პირები ამტკიცებენ, რომ ისინი ბელგოროდის რაიონში იმყოფებიან. მათ უკან ჩანს შენობა სოფელ პოროზის კლუბის აბრით. პოროზი მდებარეობს რეგიონის დასავლეთით, გრაივორონის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით. „252-ე ბატალიონი იმყოფება ბელგოროდის ოლქის სოფელ […]
კალაძე ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტზე ევროპარლამენტარების რეაქციებს აფასებს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის ირგვლივ, რიგი ევროპარლამენტარების რეაქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბულგარეთში, ისევე როგორც საქართველოში, კონკრეტული კანონპროექტები დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა რუსულად შეფუთეს. „ეს ერთი და იგივე ხაზია. აღნიშნული კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, მოყვა შესაბამისი რეაქცია, შეიფუთა, როგორც რუსული კანონი. ჩვენ გვაქვს იგივე გამოცდილება. კანონპროექტი, რომელიც […]
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკს მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა – არჩილ თალაკვაძე

სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, საერთო სურათი არის დამახინჯებული.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ერთადერთი საზომით ზომავს: რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია. “შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალური ეკოლოგიური პროექტია და გახსნის დღიდან, მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში, […]
ბულგარეთის სკოლებში ლგბტქ „პროპაგანდას” კრძალავენ

7 აგვისტოს ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში ლგბტ „პროპაგანდას“ კრძალავს. კანონში ნახსენებია ტერმინი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“, რასაც ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ტექსტი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის პრორუსულმა პარტიამ […]