Arrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია “ნაპოლის” დაემშვიდობება – იტალიელი ჟურნალისტები

„კორიერე დელო სპორტი“ და „გაძეტა დელო სპორტი“ წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მწყობრში რომ ყოფილიყო, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში მაინც არ დააყენებდა. Il Mattino იტყობინება, რომ „კვარას“ ტრავმა სერიოზული არ არის და 12 იანვარს „ვერონასთან“ ითამაშებს. საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლიდან“ წავა: „ქართველის მომავალი უკვე განსაზღვრულია, ის გუნდს დატოვებს. ეს […]
იანვრის ბოლოს, ვაკეში პურ-ფუნთუშეულის მაღაზია “პასტიჩერია ნაპოლი” გამოჩნდება

პიცერია “ნაპოლის” დამფუძნებელი, მამუკა კილაძე პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელის გახსნას გეგმავს. პირველი მაღაზია იანვრის ბოლოს თბილისში, ვაკეში გაიხსნება და მას “პასტიჩერია ნაპოლი” ერქმევა. გეგმებზე მამუკა კილაძემ bm.ge-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება მაღაზია, სადაც გაიყიდება პურის სხვადასხვა სახეობა, სენდვიჩები, ფრეშები და სხვა ჯანსაღი პროდუქცია. “ჩვენი საცხობი ერთი წელი B2B პრინციპით მუშაობდა, ამიტომ დანადგარები და საცხობები ამ […]
ესენი იცით ვის მახსენებენ? იუდა ისკარიოტელს, რომელიც წლები ტკბებოდა უფალთან სიახლოვით, ბოლოს ყველაფერს უღალატა და სისხლიანი 30 ვერცხლის აღებაზე შეჯერდა

ესენი იცით ვის მახსენებენ? იუდა ისკარიოტელს, რომელიც წლები ტკბებოდა უფალთან სიახლოვით, ბოლოს ყველაფერს უღალატა და სისხლიანი 30 ვერცხლის აღებაზე შეჯერდა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართველი ცნობადი ხელოვანების რადიკალიზმში ჩართულობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “ისტორიას არ უყვარს უმადურობა, ამის “ბუმერანგი” ძალიან მტკივნეულად უბრუნდება ჩამდენს”- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნანი ბრეგვაძე და ბუბა […]
პროტესტის 38-ე დღე – რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 38-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
2024 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. უწყების ინფორმაციით, გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, […]
ჩაკვეტაძის “უოტფორდი” ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, ერთხელ გატანა მეკარე მაიკლ კუპერმა არ დაანება, აგრეთვე რამდენიმე სახიფათო გადაცემა გააკეთა, რომლებიც პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს – შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 6.9, whoscored 6.8. „უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით […]
შოლცს მასკის მხრიდან პირად შეურაცხყოფაზე მეტად აღელვებს მილიარდერის მიერ AfD-ს მხარდაჭერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის „აუღელვებლად“ ხვდება ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კრიტიკას. ამავე დროს მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მასკი მხარს უჭერს რადიკალურ მემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ამგვარად ერევა მოახლოებულ საყოველთაო არჩევნებში. მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხურვალე მხარდამჭერია, კანცლერს „სულელი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის კოალიცია. […]
იპოდრომზე ორი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შევიდა

2024 წლის 31 დეკემბერს შპს ცენტრალ პარკ ავენიუს წარმომადგენელმა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს 2 პროექტი წარუდგინა და მშენებლობის ნებართვა ითხოვა. პროექტები განხილვის პროცესშია, არქიტექტურულ სამსახურს პასუხის გაცემის ვადა 2025 წლის 7 თებერვლამდე აქვს. რა ტექნიკური მაჩვენებლები აქვს წლის ბოლო დღეს წარდგენილ პროექტებს. აღნიშნული პროექტები ნაწილია იმ მასშტაბური მშენებლობისა, რომელიც იპოდრომთან არის დაგეგმილი. სამშენებლო არეალში შედის […]
თურქეთში -25 გრადუსი დაფიქსირდა – ექსტრემალური სიცივე ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში უჩვეულოდ ცივი ამინდია. წელს ყველაზე დაბალი ტემპერატურა თურქეთში 1 იანვარს იყო. – 25,5 გრადუსი [ცელსიუსი] დაფიქსირდა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე რაიონში. ტემპერატურა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი დეკემბრის შემდეგ მკვეთრად დაეცა. მედიის ცნობით, იანვრის პირველ რიცხვებში აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ აღრის ცენტრში ტემპერატურა მინუს 16,4 გრადუსამდე დაეცა, ერზრუმში -18,3 გრადუსი, ხოლო […]
საზოგადოებრივ მაუწყებელთან განახლდა მოქალაქეების პროტესტი

მოძრაობის “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები გაიმართება 5 და 6 იანვარსაც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებას შეეხებოდა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა დემონსტრანტების დარბევის და პოლიციის მხრიდან მათზე […]