სიცრუეა, რომ კლიპიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრი მსახიობის დაკავების შემდეგ ამოიჭრა – “ვისოლის” განმარტება

“ვისოლი” სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კომპანიის რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები პოლიტიკური მიზეზით, მას შემდეგ ამოიღეს, რაც მსახიობი პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს. მედიაში წერილობით გავრცელებული განმარტების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, “ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ამ თემაზე “tv პირველთან” ისაუბრა. ვასილ ხორავა ამბობს, რომ მზად არიან, ანდრო ჭიჭინაძის განთავისუფლების შემდეგ მასთან საქმიანი […]

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც. მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია უკვე 38-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ხელახლა დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება. აქციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, თვალი მიადევნონ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა ვიმყოფებით და პროტესტს გამოვხატავთ. „ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობისთვის, ასევე საქართველოში დემოკრატიის ძირს […]

შოლცს მასკის მხრიდან პირად შეურაცხყოფაზე მეტად აღელვებს მილიარდერის მიერ AfD-ს მხარდაჭერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის „აუღელვებლად“ ხვდება ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კრიტიკას. ამავე დროს მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მასკი მხარს უჭერს რადიკალურ მემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ამგვარად ერევა მოახლოებულ საყოველთაო არჩევნებში. მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხურვალე მხარდამჭერია, კანცლერს „სულელი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის კოალიცია. […]

უკრაინელი ხალხის რთული 2024 წელი

უკრაინელი ხალხისთვის 2024 წელი გამოწვევებით, სირთულითა და რუსეთის სასტიკი იერიშების სიმრავლით იყო გამორჩეული. კრემლს 2024 წელს პირველად დასჭირდა, ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეისგან მიეღო, წლის მიწურულს ფხენიანმა ცოცხალი ძალითაც გაუწია დახმარება მოსკოვს. იყო მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მიმართულებებით. წლის დასაწყისში აშშ-ში, თეთრ სახლში, განაცხადეს, რომ რუსეთმა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ასევე […]

“ფიორენტინასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მეცხრამეტე ტურში “ნაპოლი” ფლორენციაში “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, ნერესი, სპინაცოლა, ლუკაკუ. “ნაპოლის” ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ვერ დაეხმარებიან. მატჩი “არტემიო ფრანკიზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შესაძლოა, სომხეთი გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთის ოქრო და ალმასი გააქვს საამიროებში

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სომხეთის ვაჭრობა გასული წლის პირველ 10 თვეში ხუთჯერ გაიზარდა და თითქმის ხუთ მილიარდ დოლარს მიაღწია. დიდი ალბათობით, სომხეთი გახდა მსოფლიო ბაზრებზე რუსული ოქროსა და ალმასის ექსპორტის მთავარი არხი, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. ოფიციალური მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სომხეთის ექსპორტმა ვაჭრობის მთელი მოცულობის 98%-ზე მეტი შეადგინა, მაგრამ ამ მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილი […]

ოთხ წელში აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ევროპაში 42.8 მილიარდი მ3 გაზი ჩაიტანა

გახსნიდან დღემდე TAP-ით იგივე ტრანსანატოლიური გაზსადენით თითქმის 43 მილიარდი მ3 გაზი გაიტანეს ევროპაში, – ამის შესახზებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვი X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, მილსადენს წელიწადში 10 მლრდ მ3 გაზის გატარება შეუძლია. “ოთხი წელია, რაც აზერბაიჯანმა ევროპაში TAP-ის მილსადენით ექსპორტი დაიწყო. ამ პერიოდში ჯამში 42.8 მილიარდი მ3 გაზია ევროპაში ექსპორტირებული. უშუალოდ ამ წელს 12.9 […]

გოგლიჩიძის კარგი მატჩი – “ემპოლიმ” “ვენეციასთან” ქულები გაიყო

სერია A-ს მეცხრამეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ვენეციას“ დაუზავდა (1:1) და ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ქულა მოიპოვა. მასპინძლები დებიუტში მეკარე ვასკესის კურიოზული შეცდომის შედეგად პოხიანპალომ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, როდესაც კოლომბოს შესანიშნავ დრიბლინგს პასი და მიმდინარე ტურნირზე ესპოზიტოს მეშვიდე გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში „ემპოლი“ უფრო აქტიური იყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და საბოლოოდ ფრე […]

საქართველოს რკინიგზა კორპორატიზაციის გარეშე “ვალების ორმოში” აღმოჩნდება – TCRC

სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან ორგანიზაციამ რეიტინგი უცვლელად “BB-“ დონეზე დაადასტურა. “Fitch” ხაზს უსვამს საქართველოს რკინიგზის კრიტიკულ როლს საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურაში და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს რკინიგზის დეფოლტი სახელმწიფო რეპუტაციისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს.ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი […]