გიორგი ბოტკოველი – მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია – საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც რუსული მთავრობა არ იარსებებს

მთავარი და გადამწყვეტი ქართველი ხალხია. საქართველოსთვის ნამდვილი ახალი წელი მაშინ დადგება, როდესაც არ იარსებებს რუსული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ახლა მოკალათებულია სკამებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ქართულ ოცნებას “მეგობარი აქტი” თავიან მეგობარ აქტად მიაჩნდათ, რაც საპირისპირო აღმოჩნდა. „მთავარი და გადამწყვეტი […]
სირიის რებრენდინგი – მზადება ახალი არჩევნებისთვის

სირიის დე-ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა ამბობს, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მომზადებისა და შემუშავების პროცესს დაახლოებით სამი წელი, ხოლო არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას – თითქმის ოთხი წელი დასჭირდება. კვირას, 29 დეკემბერს, საუდის არაბეთის სახელმწიფო მაუწყებელ „ალ არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალ-შარაამ აღნიშნა, რომ საკუთარ თავს „სირიის განმათავისუფლებლად“ არ მიიჩნევს. მისივე თქმით, სირიელი ხალხი უკვე გადარჩენილია და ისლამისტური […]
ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის კონცერტი მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები მივიდნენ – ისმის შეძახილები „სირცხვილია“

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები, ბუზალაძის კონცერტზე მივიდნენ და თბილისში სხვადასხვა აქციის დროს, დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს. პერიოდულად ისმოდა შეძახილები “სირცხვილია”. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ნიკა მელია – ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს – ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში

ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს. ყველა დანარჩენი თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ სანქციებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც მელიამ აღნიშნა, ახალი […]
ჩართვა ფორმულა ტვ-ის ეთერში: აშშ-ის ახალი კონგრესი და “მეგობარი” აქტის ხელახლა წარდგენა

ჩართვა ფორმულა ტვ-ის ეთერში: აშშ-ის ახალი კონგრესი და “მეგობარი” აქტის ხელახლა წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში. ჟურნალისტი ანა კალანდაძე.
კონგრესმენები: ივანიშვილი მოქმედებს, როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა დაიწყო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ სერტიფიცირებამდე, 119-ე მოწვევის კანონმდებლებმა დრო საქართველოს საკითხის განხილვისთვისაც გამონახეს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ჯო უილსონმა, დემოკრატ კოლეგა სტივ კოენთან ერთად, “მეგობარი აქტი” თავიდან წარადგინა. “მე და კონგრესმენ კოენს გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის, წინ აღუდგეს ივანიშვილს, მილიარდერს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო […]
განახლებულ “მეგობარი აქტს” კონგრესში წარადგენენ

შეერთებული შტატების კონგრესი 3 იანვარს მუშაობას განახლებული შემადგენლობით შეუდგა. დღესვე, 119-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ საქართველოსთან დაკავშირებულ „მეგობარი აქტს“. რამდენიმე დღეში კი პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების თავისუფლებას მოითხოვენ. ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას […]
უკრაინაში რუსეთის ავიადარტყმის შედეგად საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა

უკრაინის სუმის ოლქში 4 იანვარს რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სახლზე დარტყმა განხორციელდა რუსეთის კორექტირებადი ავიაბომბით. კიდევ ერთი ავიაბომბი მოხვდა მეზობელ საცხოვრებელ კვარტალს, იტყობინება უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია. შაბათს საღამოს სუმის ოლქს შეუტიეს რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა. შედეგების […]
“მოსავლის მართვის კომპანია” ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ნაცვლად, ₾10 მილიონს მიიღებს

მთავრობის 2024 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით რთველის შესახებ 15 ივნისის განკარგულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო კომპანია, შპს “მოსავლის მართვის კომპანია” 2024 წლის რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის, სუბსიდიის სახით 6 მილიონი ლარის ნაცვლად, მიიღებს 10 მილიონ ლარს. მთავრობის ნომერ 1867 განკარგულების თანახმად, თანხა “ერთიანი აგროპროექტის პროგრამის” “ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების” ქვეპროგრამის ასიგნებებიდან […]