კახა კალაძე – „საახალწლო სოფელი” წელს ყველაზე მასშტაბურია, ძალიან სასიამოვნო გარემოა, მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები

წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, „საახალწლო სოფელში” სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის” დეკორაციები დაათვალიერა. „საახალწლო სოფელი”, რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება […]

მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

მოლდოვაში პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლების კრიზისების, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, საზოგადოებამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო. „გულზე ხელის დადებით შემიძლია გითხრათ, პირველი მანდატის დროს თავდადებით ვმუშაობდი და კიდევ უფრო დიდი ნებით და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ თავმდაბლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად […]

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ამერიკელს, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებდნენ

მოსკოვის სასამართლომ რუსული წარმომავლობის აშშ-ის მოქალაქეს, იუჯინ სპექტერს 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა კოლონიაში “ჯაშუშობისთვის” – იმ ფონზე, როცა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობები აცხადებენ, რომ მოსკოვი უცხოეთის მოქალაქეებს აპატიმრებს გაცვლის ოპერაციებში მათი გამოყენების მიზნით. სპექტორს 24 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, დახურულ კარს მიღმა გამართული პროცესის შემდეგ. ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი იმ ბრალდებებზე, რომლებიც […]

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყეს და მარშით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ. სამედიცინო სტუდენტების მოთხოვნა, ისევე როგორც აქციის დანარჩენი მონაწილეების, ახალი არჩევნები და აქციის პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA ავრცელებს. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა. გამოცემის ცნობით, კობახიძემ ალიევს დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა და “მის საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატება და კარგი ჯანმრთელობა უსურვა”.

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031-მდე მაინინგს კრძალავს

რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს. რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში. ამასთან, მაინინგი ირკუტსკის […]

“ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!” – რა ხდება სირიაში

სირიაში, ქალაქ ჰამას მახლობლად საშობაო ნაძვის ხის დაწვას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორშაბათს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, როგორ წვავენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები ქალაქ ელ-სუკაილაბიას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე საშობაო ნაძვის ხეს. ელ-სუკაილაბია ცენტრალური სირიის ქალაქია, რომელშიც ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობს. ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ახალი მმართველებისგან რელიგიური უმცირესობების დაცვას ითხოვს. ქვეყნის დედაქალაქში, […]

“ბრავო”, გამოსკოვებულ ქართველებს” – რას წერს იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნიუ იორკს არ აქვს ასეთი ქართული რესტორანი და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ქართული ესთეტიკა. თბილისშიც კი. თუმცა მე არ მიკვირს. მოსკოვის გემოვნება და სიმდიდრე კოსმიურია, ხარჯვაც რუსულად იციან, ქართული კულტურა კი უყვართ და ქართველებმაც არ შეირცხვინეს თავი. ‘ჩამორჩენილი’ მოსკოვი, რომლის უსირცხვილო სიმდიდრეზე ჩურჩულით ლაპარაკობს […]

“დღეს ისმის ხმა “მეტაადამიანის” შესახებ და განდიდებულია ხელოვნური ინტელექტი” – მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე

პატიოსანნო ძმანო იერარქნო და უფალში კურთხეულნო შვილნო, ზეგარდმო კეთილგანწყობით წელსაც მოვაღწიეთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ყოვლადსადღესასწაულო დღემდე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და „გამოუთქმელი კაცთმოყვარებით“ შეგვიკავშირდა ჩვენ. ფსალმუნებით, საგალობლებითა და აღმოუტყველი სიხარულით მივაგოთ პატივი განკაცების დიდ საიდუმლოს, „ყოველივე ახალზე უახლესს და ერთადერთ სიახლეს მზისქვეშეთში“, რომლის მეშვეობითაც ადამიანს მადლით განღმრთობის გზა ეხსნება და მთელი შესაქმე განახლდება. ქრისტეშობა არ […]

კახა კალაძე – “საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი – ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში” შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. “საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ”, – განაცხადა […]